მაგარი ძვლები, ძლიერი იმუნური სისტემა, ზოგიერთი ტიპის კიბოს საწინააღმდეგო, დამხმარე საშუალება – D ვიტამინის ამ დადებით თვისებებს კიდევ ერთი შეემატა – ეს არის გულზე დამცველობითი ეფექტის ქონა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგებმა დაადგინეს, რომ “სინათლის ვიტამინი” აჩერებს გულის ფუნქციების დარღვევის პროცესს და ხელს უშლის გულის კუნთების ზრდას – მდგომარეობას, რომლის დროსაც ეს სასიცოცხლო ორგანო იზრდება ზომაში, განიცდის უფრო მეტ დაძაბულობას და საბოლოო ჯამში, ჩერდება. მედიკოსები D ვიტამინს “გულის ტრანკვილიზატორს” ეძახიან და დარწმუნებულნი არიან, რომ მას შეუძლია გულის დაცვა საშიში დაავადებებისგან. აღსანიშნავია, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად, აღმოაჩნდა D ვიტამინის დეფიციტი.
ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარებული, 13 კვირიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ D ვიტამინი ხელს უწყობს გულის გაჩერების მთავარი ინდიკატორების დონის დაწევას. საკვლევ ცხოველებს დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, მარილის მაღალი შემადგენლობით. ცხოველებს აგრეთვე აღენიშნათ მარცხენა პარკუჭის ზომის შემცირება, გულისცემის ნორმალიზება და არტერიული წნევის სტაბილიზაცია. გულის ზომების მატებას ადგილი არ ჰქონია.
ამერიკელი კარდიოლოგების თქმით, ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების უმეტესობაში D ვიტამინი მოქმედებს, როგორც ძლიერი ჰორმონი, რეაგირებს რა მნიშვნელოვანი გენების გამომუშავებაზე და სწრაფად ახდენს ფერმენტებისა და ცილების აქტივირებას. იგი გულზე ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას, უერთდება რა ორგანოს გარკვეულ რეცეპტორებს, ხოლო მის ყველაზე მთავარ წყაროს მზის სინათლე წარმოადგენს.
http://www.mignews.com
2008.06.23