Associated Press – ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს “ბუნებრივი პრეზერვატივი”-ს შექმნის გზა, რომელიც დაიცავს მსოფლიოს შიდსის გავრცელებისგან.
მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მამაკაცებში აივ-ის გავრცელების რისკი შესაძლოა შემცირდეს კვირაში ერთხელ ქალის ჰორმონის – ესტროგენის კრემის გამოყენებით, კერძოდ მისი წასმით სასქესო ორგანოზე.
როგორც მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორმა, როჯერ შორტმა განაცხადა, ესტროგენის შემცველი კრემის გამოყენება ოთხჯერ ზრდის ცილა კერატინის თხელ ფენას კანზე და ამგვარად უზრუნველყოფს ბუნებრივი დამცველობითი საფარის შექმნას.
“თქვენ ქმნით ბიოლოგიურ მემბრანას, რომლის გადალახვის უნარი ვირუსს არ შესწევს”, თქვა პროფ. შორტმა. მან ასევე დასძინა, რომ მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა ვირუსი სრულადაც ნადგურდებოდეს კერატინული მფარავი მემბრანის მეშვეობით. თუმცა ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.
თუმცა ამგვარი ტექნიკა არ იცავს ადამიანებს სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან, ის წარმოადგენს აივ-ის პროფილაქტიკის მარტივ და იაფფასიან საშუალებას მთელ მსოფლიოში.
კვლევის დეტალები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში PloS ONE. მეცნიერები ამჟამად გეგმავენ მეთოდის შემდგომ კლინიკურ კვლევებს აფრიკაში.
http://www.medinfo.ru
2008.06.06