ფინელი მეცნიერები თვლიან, რომ სტატინები არამარტო აუმჯობესებენ გულის მდგომარეობას, არამედ იცავენ ღრძილებსაც. ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პერიოდონტის დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ სტატინებს, ღრძილები უფრო ნაკლებად აქვთ დაზიანებული.
პერიოდონტის დაავადება წარმოადგენს საშუალო სიმძიმის, თუმცა ქრონიკული ანთების მიზეზს, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე. ამ ტიპის ანთება უფრო სუსტადაა გამოხატული, ვიდრე მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს, თუმცა ის ფართოდაა გავრცელებული. მოზრდილ ადამიანთა თითქმის ნახევარს აქვს ღრძილებთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა.
კვლევის მონაცემების მიხედვით, სტატინები ხასიათდება საერთო ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით. ღრძილების დაავადებები ზრდიან გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს, რაღა თქმა უნდა, ქრონიკული ანთების ხარჯზე.
ფინელმა მენციერებმა შეისწავლეს პერიოდონტიტის მქონე 100 პაციენტი, რომელთა შორის 21 ადამიანი იღებდა სტატინებს. მკვლევარებმა გამოიყენეს პერიოდონტალური ანთების სპეციალური ინდექსი, აღმოჩნდა, რომ სტატინებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებს 43%-ით უფრო სუსტად ჰქონდათ გამოხატული ანთება. არამწეველ ადამიანებში კი, ეს ინდექსი 64%-ით დაბალი იყო.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიღებული მონაცემები მედიკოსებს დაეხმარება პერიოდონტის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებაში.
http://www.medlinks.ru
2008.05.29