დანიელი მეცნიერების მიერ შემუშავებული იქნა წონაში დასაკლები ახალი პრეპარატი, რომელიც ეფექტურობის მხრივ აღემატება ყველა სხვა თანამედროვე ანალოგებს. მოქმედებს რა თავის ტვინის ცენტრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მადაზე, იგი იწვევს სიმაძღრის გრძნობას კვების დაწყებიდან უმოკლეს დროში, იუწყება Daily Mail.
პრეპარატი ტეზოფენზინი, რომელიც თავიდან შემუშავებული იქნა დანიური ფარმაცევტული კომპანიის NeuroSearch მიერ, როგორც პარკინსონიზმისა და ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი, მოქმედებს სეროტონინის, ნორადრენალინის, დოფამინის ნეირონული უკუმიტაცების დათრგუნვის გზით ტვინის იმ სტრუტურებში, რომლებიც არეგულირებენ შიმშილის და სიმაძღრის გრძნობას.
კვლევამ, რომელიც ჩატარდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, სიმსუქნის პრობლემის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის არნე ასტრუპის ხელმძღვანელობით, აჩვენა, რომ პრეპარატის 6-თვიანი მიღების შემდეგ (დოზა - 0,5 მგ ერთხელ დღეში) წონაში კლებამ შეადგინა საშუალოდ 9,18%. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე დღეისათვის არსებული პრეპარატების მიღების დროს. დოზის მომატებამ გამოიწვია გვერდითი ეფექტების მომატება, ხოლო დაკლებამ - ეფექტურობის შემცირება.
ასტრუპის სიტყვებით, ტეზოფენზინის ერთდროულ გამოყენებას დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად შეუძლია გაზარდოს წონაში კლება ნახევარ წელიწადში 20%-მდე.
ტეზოფენზინის გვერდითი ეფექტები მთლიანობაში ზომიერი და გარდამავალი აღმოჩნდა. ისინი მოიცავდნენ გულისრევას, ფაღარათს, შეკრულობას, უძილობას, გუნებ-განწყობის დაქვეითებას, და რაც ყველაზე შემაწუხებელია, პულსის აჩქარებას.
კლინიკური გამოცდების შემდეგი სტადია აჩვენებს, გადაწონის თუ არა პრეპარატის მიღებისას სარგებელი პოტენციურ რისკს, რაც დაკავშირებულია მის გამოყენებასთან. თუკი კვლევები დასრულდება წარმატებით, ტეზოფენზინი გაყიდვაში გამოჩნდება სამი წლის შემდეგ.
http://Medportal.ru
2008.05.29