სპეციალისტებმა ეჭვქვეშ დააყენეს მიღებული აზრის იმის შესახებ, რომ ბავშვებში კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შაქრის მიღებაა. მეცნიერთა მტკიცებით, კარიესს იწვევს არა შაქარი, არამედ - ბაქტერია, რომელიც ბავშვს დედისაგან გადაეცემა.
ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მიკრობიოლოგები წარმოებული კვლევების საფუძველზე. ისინი 5 წლის განმავლობაში იღებდნენ დედისა და ბავშვის ნერწყვს ანალიზისათვის და იკვლევდნენ ნერწყვში მყოფი მიკრობების დნმ-ს. აღმოჩნდა, რომ მიკრობების წყაროს დედა წარმოადგენს. როგორც ირკვევა, ყველა ადამიანის პირის ღრუში არსებობს სტრეპტოკოკის საკუთარი შტამი და მხოლოდ დედა-შვილს აღენიშნება ერთი და იგივე შტამის არსებობა. გამოკვლეულ ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნებოდა იგივე შტამის არსებობა, რაც დედას, ხოლო მცირე ნაწილს (უმეტესობა ხელოვნურად იკვებებოდა) - უცნობი წარმოშობის შტამები. როგორც ჩანს, მიკრობები, რომლებიც ახალშობილობის პერიოდიდანაა მიღებული, პირის ღრუში მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება.
მკვლევარების აზრით, კარიესი ინფექციაა, რომელსაც იწვევს დედის პირის ღრუდან ბავშვის პირის ღრუში მოხვედრილი სტრეპტოკოკები, მაგ. ჭამის წინ, დედა გემოს უსინჯავს ბავშვის საკვებს ცხელია თუ არა ის და თუ ამ დროს იგი ბავშვის კოვზს იყენებს, მაშინ ბავშვს ბაქტერიები გადაეცემა. როგორც ირკვევა, ბავშვებისათვის საშიშია დედის პირის ღრუში არსებული სტრეპტოკოკები, მაშინ როდესაც უვნებელია იგივე მიკრობები, მიღებული მამისაგან ან თუნდაც უცხო პირისაგან. ბავშვის მამისაგან დაავადების არც ერთი შემთხვევა არ იქნა დადასტურებული დნმ-ის გამოკვლევებით. ბავშვების დასაცავად საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა, როგორც დედების, ასევე ბავშვების მხრიდან.
ცოტა ხნის წინ გაჩნდა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქიშმიში, ორცხობილა და თეთრი პური უფრო საშიშია კარიესისათვის, ვიდრე შოკოლადი და კარამელი. ამას ხსნიან იმით, რომ ბლანტი პროდუქტი უფრო მეტხანს რჩება პირის ღრუში. კბილებისათვის ყველაზე უვნებელ პროდუქტებად მიჩნეულია ვაშლი, ნაყინი, ბანანი და რაც ძლიერ გასაკვირია, რძის შოკოლადის ბატონი. ამას ადასტურებს ავსტრალიელი მეცნიერების აღმოჩენები, რომელიც ამტკიცებს, რომ ტკბილეულობას, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ვანილს, ასევე მაღალხარისხოვან შოკოლადს, შეუძლია კარიესის განვითარების შეჩერება და რისკი კიდევ უფრო მცირდება, თუ ამას თან ერთვის მაგარი ჩაის გამოყენება.
http://satellitegroup.ru
2005.01.06