დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე რაქიტის განვითარება უშუალოდ D ვიტამინის დეფიციტის შედეგს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაქიტის მქონე ბავშვთა მხოლოდ 15-20%-ს აღენიშნება ამ “ზრდის ვიტამინის” დეფიციტი ორგანიზმში. დანარჩენებში კი D ვიტამინი საკმარისი და მომატებული რაოდენობითაც კი არის წარმოდგენილი.
ამგვარი მონაცემების მიღების შემდეგ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გადაეხედათ ზ.ა. პრობლემაზე არსებული ინფორმაციისათვის და დადგინდა, რომ რაქიტი ვითარდება არა D ვიტამინის უკმარისობის გამო, არამედ მისი არასწორი მეტაბოლიზმის შედეგად. ამის მიზეზს წარმოადგენს ორგანიზმის მიერ ისეთი მიკროელემენტების შეთვისების პროცესის დარღვევა, როგორიცაა კალციუმი და ფოსფორი, რასაც მოყვება დაავადების განვითარება.
სპეციალისტები თვლიან, რომ ბავშვის ორგანიზმის მიერ ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიუღებლობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ისეთი გავრცელებული უწესრიგობა, როგორიცაა ნაწლავური დისბაქტერიოზი. ამ უკანასკნელის სამკურნალოდ გამოიყენება პრობიოტიკური პრეპარატები, მაგ. ლინექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნაწლავისთვის აუცილებელი ყველა ბაქტერია. გარდა ამისა, ლინექსის მიღება ნებადართულია სიცოცხლის პირველივე წლიდან.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ბავშვის ნაწლავური მიკროფლორის დროულად მიხედვის შემთხვევაში, რაქიტის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.
http://www.medlinks.ru
2008.05.27