logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გრეიფრუტი C-ჰეპატიტის წინააღმდეგ

გრეიფრუტი შესაძლოა C-ჰეპატიტის სამკურნალო, ახალ საშუალებად იქცეს. წინასწარმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გრეიფრუტისა და სხვა ციტრუსების შემადგენლობაში მყოფ ნაერთ – ნარინგენინს შესწევს უნარი, 80%-ით შეამციროს C-ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება. ეს კი ჯანმრთელ უჯრედებს აღდგენისა და C-ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას მისცემს, აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები. მათი აზრით, საჭიროა სასწრაფოდ შემუშავდეს C-ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდები, ვინაიდან მკურნალობის არსებული მეთოდები ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგებს და რაც მთავარია, ისინი მრავალი გვერდითი ეფექტით ხასიათდებიან.
მეცნიერებმა in vitro კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ნარინგენინი მიმართულია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის წინააღმდეგ. ცნობილი გახდა ისიც, რომ C-ჰეპატიტის ვირუსი სწორედ ამ ქოლესტერინის მეშვეობით გადაადგილდება ორგანიზმში. დამტკიცდა, რომ ნარინგენინი “აკავებს” დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს და ამ გზით აფერხებს ვირუსის გავრცელებას.
მაგრამ ადამიანი ვერ შეძლებს გრეიფრუტის იმ რაოდენობით მიღებას, რომ ზ. ა. მექანიზმი განხორციელდეს და მიღწეულ იქნას თერაპიული ეფექტი. ამიტომ აუცილებელია ისეთი პრეპარატის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ნარინგენინი.
ვინაიდან ეს შენაერთი არც თუ კარგად აბსორბირდება ნაწლავებში, ნარინგენინის პრეპარატი ორგანიზმში უნდა შეყვანილ იქნას ვენიდან. ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნარინგენინი არ იწვევს ღვიძლის ფერმენტების დონის მატებას. მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარება, რათა საბოლოოდ დამტკიცდეს ნარინგენინის როლი C-ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალის “Hepatology” მაისის ნომერში.

http://www.medlinks.ru

2008.05.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006