logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას კოგნიტიური დარღვევების სამკურნალოდ დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში

ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას კოგნიტიური დარღვევების მკურნალობაში, დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებში.
კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალის “ზოგადი ფსიქიატრიის არქივები”, დაადგინა, რომ ავადმყოფთა ტვინის ქსოვილებში მომატებულია მიოინოზიტოლის დონე, რომელიც კორელირებს ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებასთან. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ მაღალი კონცენტრაციით, ეს ნივთიერება იწვევს ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ განვითარებას დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან, მიოინოზიტოლი ასტიმულირებს ამილოიდური ბალთების ფორმირებას, რაც, თავის მხრივ, ალცჰეიმერის დაავადების ნიშანია.
დაუნის სინდრომით დაავადებულ, პრაქტიკულად ყველა ადამიანს 40 წლამდე უვითარდება ისეთი ცვლილებები ტვინში, რაც ახასიათებს ალცჰეიმერის დაავადებას, თუმცა ყველა მათგანი არ ავადდება ამ დაავადებით. დაუნის სინდრომით გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობისა და პროგრესირებადი ჭკუასუსტობის კომბინაციის მკურნალობა ძალზე რთული პროცესია.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. დ. მერფიმ განაცხადა, ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაუნის სინდრომით დაავადებულ, მოზრდილ პაციენტებში აღინიშნება მიოინოზიტოლის მომატებული დონე ჰიპოკამპის მიდამოში, რაც კორელირებს კოგნიტიური დარღვევების დონესთან. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაწიონ ამ ნივთიერების დონე ტვინში და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება დაუნის სინდრომის მკურნალობის ახალი მეთოდი.
დაუნის სინდრომი – ეს არის გონებრივი განვითარების შეფერხების ყველაზე გავრცელებული გენეტიკური მიზეზი. დაავადება გამოწვეულია 21-ე ქრომოსომის სამი ასლის არსებობით, ნაცვლად ორისა. 21-ე ქრომოსომის ერთ-ერთი გენი აკოდირებს ტრანსპორტერს, რომელიც უზრუნველყოფს მიოინოზიტოლის ტრანსპორტს ტვინში. ამ უკანასკნელის მომატებული დონე კი შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ გენის დამატებითი ასლის არსებობით ასეთ პაციენტებში.

http://www.medlinks.ru

2008.04.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006