ნაყოფის ჯდომითი მდგომარეობა, როდესაც ბავშვი იბადება არა თავით წინ, არამედ მენჯით, გენეტიკურადაა განპირობებული. როგორც მასშტაბური ნორვეგიული გამოკვლევა იუწყება, მენჯის წინამდებარეობის შემთხვევათა ალბათობა ორმაგდება თუ ბავშვის დედა ან მამა ამ პოზიციაშია დაბადებული.
ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს 387555 ოჯახის ინფორმაცია - ორივე მშობლისა და მათი შვილების დაბადების თავისებურებები. კერძოდ, მკვლევარებს აინტერესებდათ იმ მამაკაცებისა და ქალების პირველი ბავშვის პოზიცია, რომლებიც თავად მენჯის წინამდებარეობით დაიბადნენ.
გაირკვა, რომ ასეთ ოჯახებში ბავშვის გაჩენა მენჯის წინამდებარეობით ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც ორივე მშობელი თავის წინამდებარეობითაა დაბადებული. აღსანიშნავია, რომ მამების გენი ისევე მოქმედებს პოზიციაზე, როგორც დედების გენი. მამების გენის მნიშვნელობა დადასტურებული იყო 35 ათასი მამაკაცის შესწავლით, რომელთაც ბავშვები ჰყავდათ რამდენიმე ქორწინებიდან.
მენჯის წინამდებარეობა მნიშვნელოვნად ზრდის გართულებების რისკს მშობიარობის დროს, ამიტომ იგი ხშირად წარმოადგენს საკეისრო კვეთის საფუძველს. სტატისტიკის მიხედვით, ასეთ პოზიციაში იბადება ბავშვების 4-5%, იტყობინება British Medical Journal.
http://www.eurekalert.org
2008.03.28