logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვაკონტროლოთ ასთმა - სასარგებლო რჩევები

ადამიანთა უმრავლესობისთვის გაზაფხულს სიხარული მოაქვს. ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის კი წლის ეს დრო ყველაზე უსიამოვნო პერიოდია. სწორედ გაზაფხულზე, სხვადასხვა მცენარეების ყვავილობის დღეებში ეს მძიმე დაავადება მწვავდება, ხშირდება სულის ხუთვის შეტევები, რის შედეგადაც ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, მაგრამ არსებობს არა ერთი ხალხური საშუალება, რომელიც ასთმის კონტროლის ქვეშ აყვანაში დაგეხმარებათ.
ასთმით დაავადებულებმა პირველ რიგში საკუთარი ცხოვრების წესს უნდა მიაქციონ ყურადღება. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც შეტევის განვითარების ალბათობას ამცირებს:
• შეძლებისდაგვარად ერიდეთ მტვრითა და გაზით დაბინძურებულ გარემოს.
• ისეირნეთ იქ, სადაც იზრდება ცაცხვები, არყის ხეები, შეისუნთქეთ თავშავის, ლიმონის, ევკალიპტის სურნელი. ეს მცენარეები სპობს თქვენი დაავადების გამომწვევებს და აფართოებს ბრონქებს. ერიდეთ იასამნის, ვალერიანის, ალვის, ბერულას სუნს - ისინი სუნთქვას აძნელებს.
• ნუ აიკრძალავთ მწვანილს, ცხარე საჭმელებსა და სუნელებს (ბაბუაწვერა, ქინძი, ბოლოკი, პირშუშხას ლიმონით) - ისინი ორგანიზმს ამაგრებენ. იხმარეთ კერძებში ალერგიის საწინააღმდეგო თვისებების მქონე პროდუქტები: ძახველი, შტოში, არყის ხის წვენი, შავი მოცხარი, მჟაუნა, ნიახური, ცირცელი, თალგამი. ნაკლებად მიიღეთ ნახშირწყლები: ტკბილი და ფქვილიანი საკვები ამძაფრებს ალერგიულ დაავადებებს.
• განტვირთვის დღეები და მარხვა თქვენი მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დღეებში მიირთვით უმი ბოსტნეული და ხილი, გაღივებული ხორბალი, ჭვავი, სიმინდი, აგრეთვე ველური მცენარეები - ცაცხვის, არყის ხის ფოთლები, მჟაველა, მარიამსხალა, ფუნთუშა, ვარდკაჭაჭას ფესვები და სხვ.
• თუ საკვებთან დაკავშირებული ალერგია გაწუხებთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ დიეტა, რომელიც გამორიცხავს თქვენზე მოქმედ ალერგენებს (კვერცხი, ციტრუსები და ა.შ.). ერიდეთ თევზეულს, ხორცს, ძროხის რძეს. აუცილებლად შეიტანეთ დიეტაში ნიორი, მწვანე ბოსტნეული, ხილი, ნატურალური თაფლი, ნიგოზი, მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები (ბარდა, ლობიო, წიწიბურა, მოცვი). სასურველია, საერთოდ უარი თქვათ შაქარზე, ნაყინზე და ყველა რაფინირებულ და კონსერვანტებით დამუშავებულ პროდუქტებზე.
• კარგ შედეგს იძლევა წყალში გაზავებული ლიმონის წვენი (დღეში 2-3-ჯერ: დილით და საკვების მიღებებს შორის). ნაჩვენებია აგრეთვე სტაფილოს და ჭარხლის წვენთან შერეული პირშუშხას და ნივრის წვენი.

ინფექციურ-ალერგიული ბრონქიალური ასთმის დროს ეფექტურია ინჰალაცია სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებითა და ეთერზეთებით. მაგ.:
• შეგიძლიათ ძილის წინ საძინებელ ოთახში შეიტანოთ გახურებული ტაფა და ზედ 5-10 წვეთი სალბის, სოჭის ან ევკალიპტის ზეთი დააწვეთოთ (კარ-ფანჯარა წინასწარ უნდა დახუროთ). ამრიგად, მთელი ღამე თქვენ სამკურნალო სურნელებს შეისუნთქავთ. მკურნალობის კურსია 10 პროცედურა.
• სასარგებლოა ინჰალაციები სხვადასხვა ბალახეული ნაყენებით (დინდგილას 10 პროცენტიანი ნაყენის საფუძველზე). სოდიან-ევკალიპტიანი ინგალაციის დროს ერთ ჭიქა გამოხდილ წყალში უნდა ჩაასხათ 5 მლ მზა ევკალიპტის ნაყენი. ერთი ინჰალაციისთვის დაგჭირდებათ 30 მგ. მომზადებული ხსნარი, რომელშიც უშუალოდ პროცედურის წინ უნდა ჩაამატოთ 0,5 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა (წყლის ტემპერატურა - 38 გრადუსი, პროცედურის ხანგრძლივობა - 5 წუთი).
• ნივრიანი ინჰალაციისთვის 0,5 ჩაის კოვზ ნივრის წვენს უნდა შეურიოთ 3 მლ. 0,5 პროცენტიანი ნოვოკაინის ხსნარი. ერთი ინგალაციისთვის 1,5 მლ. ნარევი დაგჭირდებათ. მკურნალობის კურსია 10-15 ინგალაცია.

შეტევების თავიდან ასაცილებლად, როგორც პროფილაქტიკური საშუალება, ნაჩვენებია რეფლექსოთერაპიის სეანსები.
• მკერდის მასაჟი სოჭის ზეთით ან შემდეგი რეცეპტით დამზადებული ნაყენით: 1 სუფრის კოვზ სოჭის წიწვებს დაასხით 0,5 ჭიქა 70-გრადუსიანი სპირტი, დააყენეთ 7 დღის განმავლობაში, გაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.
• ნეკნებს შორის მონაკვეთების მასაჟი კბილის ჯაგრისით 5-10 წუთის განმავლობაში (ხერხემლიდან მკერდისკენ და პირიქით).
• სუნთქვითი ვარჯიში: შეტევის დროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დამშვიდდეთ, დაჯდეთ, ხელები დაიწყოთ მუხლებზე ან მაგიდაზე, მოადუნოთ მხარის სარტყელის, ზურგისა და მუცლის კუნთები. ეცადეთ, შეამციროთ ჩასუნთქვის მოცულობა. ისუნთქეთ მშვიდად, ნაკლებად ღრმად, ზედაპირულად. შვებას უკვე ამგვარი ვარჯიშის დაწყებიდან 15-20 წუთის შემდეგ იგრძნობთ - სუნთქვა ნაკლებხმაურიანი გაგიხდებათ, შეგიმსუბუქდებათ ხველა, გაგივლით ციანოზი და სიფერმკრთალე.

ხუთვის შეტევების თავიდან აცილება თიხის აბაზანებითაც შეიძლება:
• ამ პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ 2 მომინანქრებული ქვაბი. ერთ-ერთში ჩაასხით ცხელი სოდიანი ხსნარი (1 ჩ. კოვზი სოდა 0,5 ლ. წყალზე), ჩაუმატეთ თიხა და გააზავეთ არაჟნის სისქემდე. მეორე ქვაბში ჩაასხით 0,5 ლ. ძალიან ცივი წყალი, გააზავეთ თიხით (არაჟნის მსგავს კონსისტენციამდე) და ჩააგდეთ შიგ ყინულის რამდენიმე ნატეხი. მონაცვლეობით ჩაყავით ხელის მტევნები ჯერ ცხელ ხსნარში, შემდეგ - ცივში და ასე რამდენჯერმე.

სასწრაფო დახმარება ხუთვის შეტევის მოსახსნელად:
• პირველ რიგში ავადმყოფი დასვით და დააწყნარეთ.
• შეტევის დროს ავადმყოფმა ასეთი სქემით უნდა ისუნთქოს: 2-3 არაღრმა სუნთქვითი მოძრაობა (ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა), სუნთქვის შეკავება 8-10 წამით, კვლავ 2-3 ჩვეულებრივი სუნთქვითი მოძრაობა და ამოსუნთქვის შემდეგ 8-10 წამით სუნთქვის შეკავება. პაუზის დროს ხდება ნახშირმჟავა გაზის დაგროვება, რომელიც აფართოებს ბრონქებს და ხსნის ხუთვის შეტევას (სულ საჭიროა სუნთქვის 8-10-ჯერ შეკავება).
• ცხელი ფეხის აბაზანა (20 გ. მდოგვი ერთ ვედრო წყალზე, წყლის ტემპერატურა 45 გრადუსი, პროცედურის ხანგრძლივობა 20 წუთი).
• ქერის ყავა ან მოცვის ცხელი ჩაი (როგორც კი შვებას იგრძნობთ, ჩაწექით ლოგინში და ჩაითბუნეთ).
• ყინულის ნატეხების გადაყლაპვა
• ნიშადურის სპირტის დაყნოსვა.
• ყურის ნიჟარების ინტენსიური დაზელვა.

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2008.03.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006