რეტროვირუსებისა და ოპორტუნისტული ინფექციებისადმი მიძღვნილ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ლაქტობაქტერიები – საშოს მიკრობიოცინოზის მთავარი რეგულატორები – მნიშვნელოვნად ამცირებენ აივ-1-ის არსებობას საშვილოსნოს ყელის სეკრეტსა და საშოში.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები სიეტლში, დოქტორ ჯეინ ჰიტის ხელმძღვანელობით ფიქრობენ, რომ წარმოადგენენ რა წყალბადის ზეჟანგის პროდუცენტებს, ლაქტობაქტერიები ამცირებენ აივ-ის არსებობას ცერვიკოვაგინალურ გამონაყოფში.
ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, მეცნიერებმა ჩაატარეს პროსპექტული კვლევა 57 აივ-ინფიცირებულ ქალზე. კვლევის დროს ისინი საზღვრავდნენ სისხლის პლაზმაში ვირუსის რნმ-ის არსებობას. ლაქტობაქტერიების იდენტიფიკაციისათვის კი ტარდებოდა კულტურალური კვლევა.
კვლევაში მონაწილე 57 პაციენტიდან 31 იმყოფებოდა ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე, აქედან 22 პაციენტს არ აღმოაჩნდა ვირუსის რნმ სისხლში (<30ასლი/მლ).
კვლევის ავტორები აფასებდნენ აივ-ის რნმ-ის კონცენტრაციის ცვლილებას ცერვიკოვაბინალურ სეკრეტში, როგორც ლაქტობაქტერიების კოლონიზაციის ფუნქციას. აგრეთვე ადგენდნენ ანტირეტროვირუსული თერაპიის როლს ამ მიმართულებით.
დადგინდა, რომ წყალბადის ზეჟანგის მაპროდუცირებელი ლაქტობაქტერიების მიერ საშოს ლორწოვანი გარსის კოლონიზაცია ამცირებს აივ-ის რნმ-ის არსებობას სისხლში, ხოლო ასეთი ბაქტერიების არარსებობა ზრდის ვირუსულ დატვირთვას. ეს ფაქტი კი შესაძლოა იყოს ძალზე მნიშვნელოვანი აივ-ის მეორადი პროფილაქტიკისათვის სტრატეგიის შემუშავების საქმეში.
http://www.medlinks.ru
2008.03.25