კვლევებმა აჩვენა, რომ ქალების მიერ წითელი ხორცის მოხმარება ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. მეცნიერების აზრით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ნაპოვნი ცხიმი წარმოადგენს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მაღალ რისკ-ფაქტორს.
ჩატარებულ ექსპერიმენტში, სადაც ხდებოდა კვების რაციონების ანალიზი, მონაწილეობდა 3600 ქალი სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოთი და იმავე ასაკის 3413 ჯანმრთელი ქალი. შედეგად დადგინდა, რომ ქალებს, რომლებიც მოიხმარდნენ ვიტამინებით მდიდარ საკვებს აღენიშნებოდათ საკვერცხის კიბოს განვითარების რისკის შემცირება 23%-ით იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მოიხმარდნენ საკვებს ვიტამინების დაბალი შემცველობით. გარდა ამისა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღება დაკავშირებული იყო სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის ზრდასთან.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები ურჩევენ ქალბატონებს სასიკვდილო დაავადებისაგან დაცვის მიზნით საკვებად მიიღონ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე თევზი, ნიგოზი და ზეითუნის ზეთი.
http://Medicinform.net
2008.02.29