მკვლევარებმა გააანალიზეს ზოგიერთი ვიტამინის, მათ შორის E ვიტამინის დონე სისხლში 65 წლის და უფრო მაღალი ასაკის მქონე 698 პაციენტში.
აღმოჩნდა, რომ სისხლში E ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები გაცილებით ნაკლებად ენერგიულები და ფიზიკურად აქტიურები იყვნენ. სხვა ვიტამინები – ფოლატი, B6, B12 და D ვიტამინი არ ახდენდნენ რაიმე გავლენას ამ კუთხით.
“E ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია სისხლში დაკავშირებულია ფიზიკური ფუნქციის გაუარესებასთან”, განაცხადა მკვლევართა ჯგუფმა ბენედეტა ბარტალის ხელმძღვანელობით იელის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლიდან კონექტიკუტში.
არასათანადო კვება იწვევს ადამიანის ორგანიზმის ფიზიკურ დაუძლურებას. E ვიტამინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ბოჭკოებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი მოქმედებისაგან. გარდა ამისა, ის მონაწილეობას იღებს სისხლის წითელი ბურთულების ფორმირებაში. E ვიტამინი შედის მარცვლეული კულტურების შემადგენლობაში, ასევე თხილში, კაკალში, ზეითუნის ზეთში, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში (მაგ. ისპანახი), მზესუმზირაში და სხვ. მისი დამატებით მიღება შესაძლებელია კვებითი დანამატების სახით, თუმცა, როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმში შესაძლოა ლეტალური შედეგის მქონე აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის, ამიტომ აუცილებელია მითითებული დოზის დაცვა.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “ამერიკის სამედიცინო ასოციაცია”.
http://www.medlinks.ru
2008.02.12