logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აივ-ინფიცირებულები, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, გადამდებნი აღარ არიან

აივ-ინფიცირებულები არ წარმოადგენენ საშიშროებას გარშემომყოფთათვის, დაუცველი სექსის დროსაც კი, თუკი იღებენ მედიკამენტებს. ამას მოწმობს ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგები.
მაგრამ რამდენად კარგად არის ამ მხრივ საქმე?
ცნობამ, რომელმაც გაიჟღერა შვეიცარიის სამედიცინო გაზეთის ბოლო ნომრის ფურცლებზე და რომლის ავტორებიც არიან შიდსის საკითხებში შვეიცარიის კომისიის ექსპერტები, წინა კვირას ნამდვილი სენსაცია მოახდინა, როგორც აივ-ინფიცირებულებს, ასევე ჰომოსექსუალისტებს შორის. იმ ადამიანს, რომელიც დაინფიცირებულია ანუ მის სისხლში აღმოჩენილია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, მაგრამ იტარებს მკურნალობის კურსს 1996 წელს ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩენილი პრეპარატებით, სურვილისამებრ შეუძლია იქონიოს სქესობრივი კონტაქტი: მისი პარტნიორი დაცულია და შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
ეს გაარკვიეს შვეიცარიელმა ეპიდემიოლოგებმა იმ წყვილების მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, რომელთაგანც ერთი პარტნიორი შიდსითაა დაავადებული, ხოლო მეორე - არა. ჯანმრთელი პარტნიორები არ დაინფიცირებულან მაშინაც კი, როდესაც როდესაც მიმართავდნენ დაუცველ სექსს.
პიეტრო ვერნაზა, St. Gallen-ის ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი და ეთიკის კომისიის პრეზიდენტი, გვაფრთხილებს, რომ მიუხედავად მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისა, არ უნდა იქნას უგულებელყოფილი უსაფრთხო სექსის ძირითადი წესები (პრეზერვატივი): ”ჩვენ მხოლოდ ვახდენთ იმ ფაქტის კონსტანტაციას, რომ რამოდენიმე ადამიანი არ დაავადდა დაუცველი სექსის შემდეგ”. ეს მიმართვა მოკლებულია ისტერიულობას და თანდათანობით ცხადი ხდება, რომ აივ-ინფექციის განადგურება შესაძლებელია მედიკამენტების დახმარებით.
ვერნაზე არავითარ შემთხვევაში არ იძლევა გარანტიას, რომ აივ-ინფექციისაგან დაცვა შესაძლებლია შემთხვევათა 100%-ში, მაგრამ დაავადების გადაცემის შანსი ნელ-ნელა ნულს უახლოვდება. ამავე დროს არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ დასნებოვნება შეუძლებელია კოცნის გზით.
ლუის კარლოს ესკობარმა აივ-ინფიცირებულთა დახმარების გერმანული ბიუროდან სიხარულით მიიღო ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბოლოს და ბოლოს ”დაიწყო დებატები აივ-პროფილაქტიკაზე ანტივირუსული თერაპიის გავლენის შესახებ”. მართლაც, ზ.ა. განცხადება უსაფუძვლოს ხდის შიდსის ირგვლივ ატეხილ ნებისმიერ ისტერიას. ადამიანი, რომელიც აბარებს ანალიზებს, დადებითი შედეგების შემთხვევაში იწყებს შესაბამისი მკურნალობის კურსს და იცავს აუცილებელ წესებს და სულაც არ წარმოადგენს, როგორც ზოგიერთი თვლის, მონსტრს, შენელებული მოქმედების მქონე ვირუსულ ნაღმს.
გერმანიაში დაახლოებით 598 ათასი აივ-ინფიცირებული ცხოვრობს. ალბათობა, რომ ისინი დაიღუპებიან შიდსის გამო, უფრო დაბალია იმის ალბათობაზე, რომ მათ დაემართებათ მიოკარდიუმის ინფარქტი ან გახდებიან ავარიის მსხვერპლნი. რობერტ კოხის ინსტიტუტის (ბერლინი) მონაცემებით, ყოველწლიურად გერმანიაში 3000-მდე ადამიანი ხდება აივ-ინფიცირებული.
აივ-ინფიცირებულების შესახებ კანონპროექტის იდეა ევროსაბჭოში ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ წარმოიშვა: მომავალში კანონის ძალით დაისჯება ყველა აივ-ინფიცირებული, რომელიც წინასწარგანზრახულ დაუცველ სქესობრივ კონტაქტს იქონიებს მაშინ, როდესაც იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ.
პიეტრო ვერნაზა ასეთ კომენტარს უკეთებს ინიციატივას: ”სასამართლო ორგანოებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სამედიცინო ასპექტები. თუკი ადამიანი არ არის გადამდები, მაშინ ის არც უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ განზრახ დაინფიცირების გამო”. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ჩაწყნარდება ის ხმაური, რომელიც შიდსის გამო ატყდა 1980-იანი წლებში.

http://Inopressa.ru

2008.02.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006