ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეძლეს აეხსნათ სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის მდგრადობაზე სტრესების ნეგატიური ზემოქმედების მექანიზმი.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა (გარვანას ინსტიტუტი, სიდნეი) დაადგინეს, რომ ჰორმონი, სახელწოდებით ნეიროპეპტიდი Y, რომელსაც სტრესულ სიტუაციებში გამოყოფს თავის ტვინი, ხელს უშლის იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას. კავშირი ხანგრძლივ სტრესსა და სხვადასხვა დაავადებების (როგორც წესი, ინფექციური დაავადებების) განვითარებისადმი მიდრეკილებას შორის ექიმებისათვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სტრესის ზემოქმედების მექანიზმის ახსნა აქამდე ვერავინ შეძლო.
”სტრესის მდგომარეობაში ნეირონები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ნეიროპეპტიდ Y-ს, რომელიც სისხლში მოხვედრისას უშუალო ზეგავლენას ახდენს იმუნური სისტემის უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელია პათოგენური ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებაზე”, - განმარტავს პროფესორი Fabienne Mackay, რომელიც ხელმძღვანელობდა ავსტრალიელ მკვლევარებს.
მეცნიერების აზრით, მათ მიერ მიღებული მონაცემები გზას გაუხსნის ახალი პრეპარატების შექმნას, რომლებსაც ექნება ინფექციების მიმართ მდგრადობაზე სტრესის ნეგატიური ზემოქმედების ნეიტრალიზების ეფექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი პრეპარატები იმ ადამიანებისათვის, რომელთაც პროფესიული მოქმედება უხდებათ რეგულარული ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვის პირობებში, მაგ. სპორტსმენებს შეჯიბრების დროს.
http://mednovosti.ru
2005.12.09