logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსზე ზემოქმედების უნარის მქონე ცილების რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა მოახდინეს იმ 273 ცილის იდენტიფიკაცია, რომელსაც გამოიყენებს იმუნოდეფიციტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში გამრავლებისათვის. მათი უმრავლესობის როლი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის სასიცოცხლო ციკლში პირველად იქნა გამოვლენილი. ამერიკელი მკვლევარების აზრით, მათი მუშაობის შედეგები დროთა განმავლობაში მიგვიყვანს აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპულად ახალი მეთოდების განვითარებამდე.
იმუნოდეფიციტის ვირუსის გენომი შეიცავს მხოლოდ ცხრა გენს, რომლებიც ახდენენ ვირუსის 15 ცილის კოდირებას. რეპლიკაციისათვის აუცილებელ ყველა დანაჩენ ცილას ვირუსი სესხულობს დასნებოვნებული ორგანიზმის უჯრედებისაგან. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ ათეულობით ასეთი ცილა, თუმცა ახალი კვლევის შედეგებმა მათი რიცხვი ოთხჯერ გაზარდა.
იმისათვის რომ გამოერკვიათ ადამიანის ამა თუ იმ ცილის როლი ვირუსის სასიცოცხლო ციკლში, მეცნიერებმა გამორთეს მისი მაკოდირებელი გენები უჯრედების კოლონიებში, რისთვისაც გამოიყენეს რნმ-ინტერფერენციის მეთოდი. ამის შემდეგ უჯრედებს ასნებოვნებდნენ ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსით. რეპლიკაციის არარსებობა ნიშნავდა, რომ გამორთული ცილა როგორღაც მონაწილეობდა ამ პროცესში.
როგორც აღმოჩნდა, იმუნოდეფიციტის ვირუსის მიერ გამოყენებული ცილები ასრულებენ უჯრედში საკმაოდ მრავალფეროვან ფუნქციებს - დაწყებული საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებისა და შენახვიდან (გოლჯის კომპლექსის ცილები), დაპროგრამებული უჯრედოვანი კვდომის პროცესის რეგულაციით დამთავრებული.
როგორც კვლევის ავტორი პროფესორი სტეფან ელედჟი (Stephen Elledge) აღნიშნავს, აივ-ინფექციის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები დამყარებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე პირდაპირი ზემოქმედების განხორციელებაზე, თუმცა, ხშირი მუტაციების წყალობით ვირუსი თანდათანობით მდგრადი ხდება ანტივირუსული პრეპარატების უმრავლესობის მიმართ. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია მედიკამენტების ახალ კლასს, რომელიც ზემოქმედებს არა საკუთრივ ვირუსზე, არამედ მის მიერ გამოყენებულ უჯრედულ ცილებზე, რომელთა სტრუქტურაც შედარებით მუდმივია.
კვლევა გამოქვეყნებული იქნა ჟურნალის ”Science” ბოლო ნომერში.

http://Medportal.ru

2008.01.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006