logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ციროზის დამარცხება შესაძლებელია

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნოვოსიბირსკის კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ღვიძლის ციროზის რადიკალური მკურნალობის მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ორგანოს დაზიანებულ უბნებში ხდება პაციენტის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.
ღვიძლის ციროზი - ეს არის უმძიმესი დაავადება, რომელიც ბოლო დრომდე განუკურნებლად ითვლებოდა. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება და B, C და D ჰეპატიტები. ციროზის დროს ღვიძლი მთლიანად განიცდის გადაგვარებას - ჯანმრთელი უჯრედების კვდომის შემდეგ მათ ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილი, რის გამოც ღვიძლი კარგავს თავის ფუნქციებს. მედიკამენტების გამოყენებისა და გარკვეული დიეტის ფონზე შესაძლებელია დაავადების მიმდინარეობის შენელება, მაგრამ ნოვოსიბირსკელი მეცნიერების აღმოჩენამდე მკურნალობის ერთადერთი რადიკალური საშუალება მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა იყო.
პირველი პაციენტი, ვისზეც იქნა გამოცდილი ახალი მეთოდი, წლების განმავლობაში ჭარბად იღებდა ალკოჰოლს. ციროზის დიაგნოზის დასმის შემდეგ ახალი ექსპერიმენტული ოპერაცია მისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება გახდა. დასაწყისში მას ამოუღეს 200 მლ ძვლის ტვინი, საიდანაც გამოყოფილი იქნა ღეროვანი უჯრედები, ისინი გამოზარდეს სპეციალურ ინკუბატორში და გაამდიდრეს ნახშირჟანგით, რის შემდეგაც მოხდა მათი გადანერგვა დაავადებულ ღვიძლში.
ქირურგის განმარტებით, ”ექსპერიმენტის მიზანი იყო დაავადებული ღვიძლის უჯრედების შეცვლა ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც თავის თავზე აიღებდნენ ღვიძლის უჯრედების ფუნქციებს. ეს კი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენას გამოიწვევდა.”
რამოდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს მსოფლიოში უჯრედული ტექნოლოგიების შესწავლა. ციროზის განკურნების მიზნით მათი გამოყენება პირველად მოხდა. მეცნიერები თვლიან, რომ მედიცინის მომავალი სწორედ ისეთ თერაპიაშია, რომელიც ორგანიზმის საკუთარ რესურსებს გამოიყენებს. პირველი პაციენტი კლინიკიდან უკვე გამოეწერა. ოპერაციის შედეგების საბოლოო შეფასება შესაძლებელი გახდება 3-6 თვის გასვლის შემდეგ. დადებითი შეფასების შემთხვევაში, ახალ ტექნოლოგიას კლინიკები აითვისებენ.
ძვლის ტვინის ღეროვანი სისხლმბადი უჯრედების გადანერგვა უკვე გამოიყენება ნოვოსიბირსკის კლინიკებში ზოგიერთი ჰემატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობის მიზნით. გარდა ამისა, კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს ცდები ამ მეთოდის გამოყენებისათვის კიდევ ერთი უმძიმესი დაავადების, გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. იგივე ინსტიტუტში 6 წელია მიმდინარეობს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნის პროცესი. ნოვოსიბირსკელი მეცნიერების მიერ თაგვის სიმსივნური უჯრედების საფუძველზე შექმნილი უნიკალური ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ იწვევს მძლავრ იმუნურ რეაქციას, რომელიც მიმართულია დაავადების წინააღმდეგ. მეთოდმა გაამართლა ზოგიერთი სახის სიმსივნეების შემთხვევაში, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე გამოყენებისას.

http://medlinks.ru

2005.11.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006