მეცნიერებმა უარყვეს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აშშ-ში აფრიკიდან შევიდა. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ში და ევროპაში აივ-ის შტამი, კერძოდ აივ1 M ქვესახეობის ჯგუფიდან არა აფრიკიდან, არამედ ჰაიტიდან მოხვდა.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ამტკიცებს, რომ ვირუსი ჰაიტიდან აშშ-ში 1969 წელს მოხვდა და ამის შემდეგ დაიწყო მისი გავრცელება.
მკვლევარებმა შეამოწმეს 5 ჰაიტელი ემიგრანტის სისხლის ნიმუშები, რომლებიც ერთ-ერთი პირველები დაავადდნენ შიდსით. მათ გააანალიზეს ვირუსის დნმ-ის თანამიმდევრობა ზემოთ აღნიშნულ სისხლის ნიმუშებში და ასევე 117 პაციენტის სისხლის ნიმუშებშიც, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იქნა აღებული.
ამ მონაცემების დახმარებით, მათ განაახლეს ვირუსის “გენეოლოგიური ხე”, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, აშშ-ში შეიტანა ერთადერთმა ადამიანმა 1969 წელს.
პროფ. მაიკლ ვორობეი და მისი კოლეგები არიზონას უნივერსიტეტიდან დააკვირდნენ ვირუსის მოხვედრის გზას ჰაიტიზე. მათ უარყვეს ის თეორია, რომლის თანახმადაც აივ ჰაიტიზე მოხვდა იმ წლებში აფრიკაში მომუშავე კუნძულის მაცხოვრებლების მიერ.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აივ-ის ამ და სხვა შტამების წარმოშობის გაგება საშუალებას მისცემს მათ იწინასწარმეტყველონ, თუ როგორი იქნება ვირუსის სახეცვლილება მომავალში.
http://www.mignews.com
2007.11.06