logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ღეროვანი უჯრედები ღვიძლის უკმარისობის სამკურნალოდ

აშშ მკვლევარებმა მასაჩუსეტსის ჰოსპიტალიდან შეიმუშავეს ღვიძლის უკმარისობის სამკურნალო, ახალი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ანთებითი იმუნური რეაქციის დაქვეითებაზე ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დახმარებით.
ჯერ-ჯერობით ამ ტექნოლოგიის გამოცდა მოხდა მხოლოდ ცხოველებში, მაგრამ თუ ის ადამიანებშიც გაამართლებს, შესაძლებელი გახდება მრავალი სიცოცხლის გადარჩენა.
ეს მეთოდიკა პაციენტს დაეხმარება იქამდე, სანამ შესაძლებელი გახდება შესაფერისი დონორული ორგანოს პოვნა. ამასთან ერთად, პაციენტის ორგანიზმში შეიქმნება ისეთი ოპტიმალური გარემო, რაც ხელს შეუწყობს მისი საკუთარი ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას.
ღვიძლი წარმოადგენს ერთადერთ შინაგან ორგანოს, რომელსაც რეგენერაციის კარგი უნარი გააჩნია. თუმცა, ძლიერი დაზიანების, მაგალითად ტრავმის ან ჰეპატიტის დროს, ეს უნარი არასაკმარისია. ასეთ შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, რომლის საბოლოო სტადიაში პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გზას დონორული ღვიძლის გადანერგვა წარმოადგენს.
დონორული ორგანოების რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია. ამასთან, ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს იმუნოსუპრესანტები – მედიკამენტოზური საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას, რათა ადგილი არ ჰქონდეს დონორული ორგანოს უკუგდებას.
ზოგიერთი პაციენტისათვის კარგ დამხმარე საშუალებად ითვლება ე.წ. “ხელოვნური ღვიძლის” აპარატები, მაგრამ ამ მოწყობილობებში საკმაო რაოდენობით უნდა იყოს ღვიძლის მუდმივად განახლებადი, ცოცხალი უჯრედები – ჰეპატოციტები, სასურველია ადამიანის. მათი საკმარისი რაოდენობით მიღება კი მეტად პრობლემატურია.
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიყენეს ძვლის ტვინის მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედები. დადგინდა, რომ ამ უჯრედებს იმუნური რეაქციების დაქვეითების უნარი გააჩნიათ. მეზენქიმალურ უჯრედებს იღებენ ძვლის ტვინიდან, ხოლო მათ გამრავლებას კი ლაბორატორიულ პირობებში ახდენენ.
მეცნიერებმა ამ უჯრედების შეყვანა საცდელ თაგვებში რამდენიმე გზით განახორციელეს.
ყველაზე ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა მათი უბრალო შეყვანა ღვიძლში. თუმცა ამ უჯრედების მიერ გამოყოფილმა ნივთიერებებმა შეამცირეს ანთებითი პროცესები ღვიძლში და შეაჩერეს მისი უჯრედების კვდომის პროცესი.
მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების ბიორეაქტორის დახმარებით შეყვანამ ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცხოველების მდგომარეობა; მათი გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლი 14%-დან 71%-მდე გაიზარდა.
თეორიულად პაციენტებში უნდა მოხდეს ამ უჯრედების მიერ გამოყოფილი ნივთიერებების შეყვანა, რომლებიც შეაჩერებენ ღვიძლის უჯრედების კვდომას და მისცემენ მას რეგენერაციის საშუალებას. თუ ეს ვერ მოხერხდება, მეცნიერები ვარაუდობენ ბიორეაქტორის გამოყენებას, რომელიც შეიცავს მეზენქიმალურ ღეროვან უჯრედებს. ეს კი საშუალებას მისცემს პაციენტს, დაელოდოს ტრანსპლანტაციას.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “PLOS One”.

http://www.medlinks.ru

2007.10.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006