ბერძენი მკვლევარები აცხადებენ, რომ ინსულტის რისკი დამოკიდებულია ესტროგენ-რეცეპტორ-ალფას (ESR1) გენის პოლიმორფიზმთან.
მათ ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მეტაბოლური სინდრომის მქონე, იშემიური ინსულტით ჰოსპიტალიზირებული, 130 ადამიანის გენოტიპი შეადარეს 240, ჯანმრთელი ადამიანის გენოტიპს (საკონტროლო ჯგუფი).
მკვლევარებმა აღმოჩინეს, რომ 351A/A გენოტიპის მქონე მამაკაცებში, შეიმჩნეოდა უფრო ნაადრევი ინსულტები (საშუალო ასაკი 53 წელი), სხვა გენოტიპის მქონე მამაკაცებთან შედარებით (57 წელი). ეს ურთიერთკავშირი არ იყო დამოკიდებული დისლიპიდემიაზე, არტერიულ ჰიპერტონიაზე, შაქრიან დიაბეტზე და სხეულის მასის ინდექსზე.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. გეორგიუმ აღნიშნა, მათი კვლევის შედეგები ემთხვევა ადრე ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლებიც ადასტურებენ ESR1-ს პოლიმორფიზმსა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას შორის არსებულ ურთიერთკავშირს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ხაზს უსვამენ ESR1-ის პოტენციურ მნიშვნელობას ათეროსკლეროზის განვითარებაში და გულსისხლძარღვთა მწვავე თრომბოლიტური დაავადებების განვითარების პროცესის დაჩქარებაში, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებაში.
http://www.cardiosite.ru
2007.09.27