logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აივ-ინფექცია ზრდის გულის დაავადებების რისკს ანტირეტროვირუსული თერაპიის გარეშეც

სულ უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს იმის შესახებ, რომ აივ-ინფექცია ზრდის გულის დაავადებების რისკს ანტირეტროვირუსული მკურნალობის გარეშეც. ახალი მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ჩიკაგოში მიმდინარე 47-ე საერთაშორისო დისციპლინარულ კონფერენციაზე ანტიმიკრობული აგენტების და ქიმიოთერაპიის შესახებ, ხსნიან იმას, თუ რა გზით შეიძლება იყოს დაკავშირებული აივ-ინფექცია გულსისხლძარღვთა დაავადებებთან.
ახლახანს ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აივ-ინფიცირებული და მკურნალობის ქვეშ მყოფი 5472 პაციენტი. აღმოჩნდა, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებსაც შეუწყვიტეს ანტირეტროვირუსული მკურნალობა. ასეთი შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ანტირეტროვირუსული პრეპარატები ზრდიდნენ გულის დაავადების რისკს, მოქმედებდნენ რა ნივთიერებათა ცვლაზე. მონაცემები იმის შესახებ, რომ სწორედ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ზრდის გულის დაავადებების რისკს, გამოქვეყნდა მიმდინარე წლის თებერვალში, თუმცა მეცნიერებს არ გაუკეთებიათ არანაირი ახსნა-განმარტება ამ აღმოჩენაზე.
პაბლო ტეგასმა და მისმა კოლეგებმა სამედიცინო საზოგადოებას წარმოუდგინეს თეორია, რომელიც ხსნის ყოველივე ამას. კვლევა ჩატარდა 47, აივ-დადებით პაციენტში, რომლებიც იტარებდნენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. პაციენტთა ნაწილმა დროებით შეწყვიტა მკურნალობის კურსი, ხოლო ნაწილი კი განაგრძობდა მას. მიღებული შედეგების თანახმად, თერაპიის შეწყვეტის შემდეგ სისხლში მცირდება ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის დონე, რომელიც სახიფათოა სისხლძარღვებისთვის, თუმცა ასევე მცირდება “კარგი” ქოლესტერინის დონეც, რომელიც იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან. გარდა ამისა, ანტირეტროვირუსული თერაპიის შეწყვეტის შედეგად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწყებს გამრავლებას, ამის გამო კი, სისხლში იზრდება ანთებით პროცესებთან დაკავშირებული ნივთიერებების დონე, რომლებიც დამატებით ზიანს აყენებენ სისხლძარღვებს. მეცნიერების აზრით, ასე აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ იმატებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი ანტირეტროვირუსული თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

http://www.aids.ru

2007.09.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006