რამდენიმე კვლევის თანახმად, ყავა შესაძლოა დადებითად მოქმედებდეს ღვიძლზე, ნათქვამია ჟურნალში “Hepatology” გამოქვეყნებულ სტატიაში.
კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ყავის მიღებასა და ღვიძლის კიბოს პრევენციას შორის. ამ დაავადების რისკი გაცილებით მცირდება იმ პაციენტებში, რომლებიც ყავას დიდი რაოდენობით სვამენ, ხოლო მისი ზომიერად მიღების შემთხვევაში, ეფექტი უფრო ნაკლებად შესამჩნევია. ეს კავშირი უცვლელი დარჩა B და C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვისაც.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, რა როლს ასრულებს ყავა ღვიძლის კიბოს პრევენციაში, თუმცა არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მას აგრეთვე გააჩნია დამცველობითი ეფექტი ფიბროზის და ციროზის წინააღმდეგ.
http://www.aids.ru
2007.09.25