ყოველდღიურად რუსეთში აივ-ვირუსით 110 ადამიანის დაინფიცირება ხდება. ამათგან 40% ჩვეულებრივი ადამიანია, რომელთაც არა აქვთ კავშირი ნარკოტიკებთან და არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან.
ამის შესახებ განაცხადა ფონდის ”რუსეთის ჯანდაცვა” პროექტის დირექტორმა დიმიტრი გოლიაევმა.
დღესდღეობით ითვლება, რომ რუსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია 362 000 აივ-ინფექციაზე დადებითი პირი და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე მათი რაოდენობა გაიზრდება 400 000-მდე.
გოლიაევის აზრით, სინამდვილეში რუსეთში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა აღწევს მილიონს, რადგან ოფიციალური ინფორმაცია ჩამორჩება რეალურს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუ დაინფიცირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს პოპულაციის 10%-ს (1,4 მლნ ადამიანი რუსეთისთვის) შეიძლება ადგილი ჰქონდეს ”გენერალიზებულ ეპიდემიას”, რაც საგანგაშოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ამჟამად ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 30 000 ადამიანი, რუსეთის აივ-ინფიცირებულ მოქალაქეთა დაახლოებით ერთი მეათედი ნაწილი.
http://svobodanews.ru
2007.08.21