პაციენტები სიმპტომების გარეშე არ ახდენენ კორონავირუსის გავრცელებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვინაიდან ზოგიერთი მკვლევარი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ასიმპტომური პაციენტების გამო, ვირუსთან გამკლავება შესაძლოა გართულდეს.
ზოგი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა და ჯანმრთელი პირები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან, არ ავლენენ სიმპტომებს, ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები უვითარდებათ. ზოგს კი ინფიცირების პირველ დღეებში შესაძლოა საერთოდ არ გამოუვლინდეს სიმპტომები.
დაავადებების ადრეული გავრცელების შესახებ მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფცირებულ პირთან კონტაქტის დროს, მაშინაც კი, თუ გადამტანს არ აქვს სიმპტომები. WHO-ს ოფიციალური წარმომადგენლები ახლა ამბობენ, რომ ასიმპტომური გზით გავრცელება არ წარმოადგენს გავრცელების მთავარ წყაროს.
“ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემებიდან, როგორც ჩანს, იშვიათობაა, რომ ასიმპტომურმა ადამიანმა ფაქტობრივად გადასდოს მეორე ინდივიდს,” – თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა და ზოონოზის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორ მარია ვან კერხოვმა გაერო-ს ბრიფინგზე. “ეს ძალიან იშვიათია”. – აცხადებს იგი.