დაიწყო განაცხადთა მიღება `სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (სკსელსპ) 2016 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად. სწავლება დაიწყება 2016 წლის 31 მაისს სწავლება მიმდინარეობს ქ. თბილისში.
სკსელსპ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
1. პრაქტიკოსი ეპიდემიოლოგები, კლინიკური ექიმები, ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით
2. ამჟამად უნდა მსახურობდეს და ჰქონდეს სულ ცოტა ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში ან უკრაინაში (საქართველო, აზერბაიჯანი სომხეთი ან უკრაინა)
3. აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა. (უპირატესობა მიენჭებათ ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს)
5. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მუშაობენ: ეპიდ ზედამხედველობის ბაზებზე, ეპიდ აფეთქებებზე, გადამდებ და არა გადამდებ დაავადებებსა და მდგომარეობებზე, დაავადებათა კონტროლის შეფასების პროგრამებზე, სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის შეფასებასა და დაავადებათა რისკ ფაქტორებზე.
განცხადების შემოტანის პროცედურები:
- შეავსეთ განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია ჩვენი პროგრამის ვებ-გვერდზე www.sc-feltp.net და www.ncdc.ge (NCDC) ოფიციალურ ვებ გვერდზე, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამარ ბოლქვაძეს ტელეფონზე +995-32-24-46-60 და მოითხოვოთ განაცხადის ფორმის თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნა.
- შევსებული განაცხადის ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tamar.feltp@gmail.com , არაუგვიანეს 2016 წლის 19 თებერვლისა
- გამოგზავნეთ ორი სარეკომენდაციო წერილი, იმ პირებისაგან რომლებიც კარგად იცნობენ თქვენს პროფესიულ მოღვაწეობას. ერთი წერილი უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი ხელმძღვანელისაგან ან დეპარტამენტის უფროსისაგან, წერილში გამოხატული უნდა იყოს რომ ეს პიროვნება მხარს უჭერს თქვენს განაცხადს და ორწლიან პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას.
- აპლიკანტებს ასევე მოეთხოვებათ ერთგვერდიანი პერსონალური დებულების წარდგენა. რომელშიც განხილული იქნება შემდგომი საკითხები:
ა. თქვენმა განათლებამ და პროფესიულმა გამოცდილებამ როგორ მოგამზადათ სკ/სელსპ-ში მონაწილეობისათვის?
ბ. რას მიაღწევთ სკ/სელსპ-ში მონაწილეობით ?
გ. თქვენი პროფესიული მიზნები
შერჩევის პროცედურა
- კანდიდატები მიიღებენ დადასტურებას იმის შესახებ რომ მათი განაცხადი მიღებულ იქნა ელექტრონულ ფოსტაზე.
- განაცხადის ფორმების განხილვის საფუძველზე მოხდება კანდიდატების შერჩევის პირველი ეტაპი.
- შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება პირადად ან ტელეფონის საშუალებით, 2016 წლის 15 მარტიდან - 10 აპრილამდე .
- გასაუბრების შემდეგ შედგება შერჩევის მეორე ეტაპი.
- გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან ერთსაათიან წერით გამოცდას ეპიდემიოლოგიასა და ლაბორატორიის საკითხებში, მათი სპეციალობის მიხედვით.
- კანდიდატების საბოლოო შერჩევა და მათი შეტყობინება 2016 წლის კოჰორტაში მოხვედრის შესახებ მოხდება 2016 წლის 25 აპრილისთვის
შენიშვნა
თავისუფალი ადგილების საერთო რაოდენობა შეზღუდულია, სულ შესაძლებელია 16 კანდიდატის მიღება. კანდიდატთა შერჩევას ნაწილობრივ განსაზღვრავს ის მიზანი რომ წარმოდგენილი იყოს ჯანდაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტორები, ასევე ეპიდემიოლოგები, ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით და ლაბორატორიის ხელმძღვანელები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან.
გაცნობითი კურსის მოდული დაიწყება 2016 წლის 31 მაისიდან და გაგრძელდება 2016 წლის 1 ივლისამდე. სკ/სელსპ-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, პროგრამის მიზნებისა და 2016 სასწავლო კურსის სავარაუდო განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.sc-feltp.net
სკ/სელსპ-ს შერჩეული კანდიდატები უნდა დაესწრონ ყველა დაგეგმილ სატრეინინგო კვირას სერტიფიკატის მისაღებად. სულ ჩატარდება 13-დან 15-მდე სასწავლო კვირა 2 წლის განმავლობაში, აქედან 11 კვირა იქნება გაწერილი პროგრამის პირველ წელიწადზე შემდეგი თანმიმდევრობით:
უფრო ვრცლად>>>