|
|
|
ეროვნული კონფერენცია: „იმუნიზაციის პრაქტიკის შემდგომი ცვლილებისათვის საქართველოში“
|
2015 წლის 25 ნოემბერს თბილისში გაიმართება ეროვნული კონფერენცია სახელწოდებით „იმუნიზაციის პრაქტიკის შემდგომი ცვლილებისათვის საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქართველი ექიმებისათვის პირველად იქნება მიწოდებული ინფორმაცია სანოფი პასტერის მიერ წარმოეული ექვსკომპონენტიანი ვაქცინის, ჰექსაქსიმ®-ის შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას მოხსენებებს წარმოადგენენ შემდეგი მოანაწილეები: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იმუნოპროფიკლაკტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, იმუნიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ეროვნული კომიტეტის (NITAG) წევრი, დოქტორი ლია ჯაბიძე; დოქტორი კლემენს ვლასიჩი, სანოფი პასტერის ევროპული რეგიონის სამედიცინო დირექტორი; ოქსანა ტალანოვა, სანოფი პასტერის ცენტრალური აზიის რეგიონის სამედიცინო დირექტორი. ექსპერტის რანგში, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ეროვნული კომიტეტის (NITAG) თავმჯდომარე, ივანე ჩხაიძე. დოქტორი ლია ჯაბიძე გააკეთებს მოხსენებას საქართველოში მოქმედ ვაქცინაციის კალენდარში მიმდინარე ცვლილებებზე, რომელიც გამოწვეულია კალენდარში ექვსკომპონენტიანი ვაქცინის შემოტანით. დოქტორი კლემენს ვლასიჩი წარმოადგენს მოანცემებს ექვსკომპონენტიანი ვაქცინის, ჰექსაქსიმის წარმოების თავისებურებებზე, მის მახასიათებლებსა და კლინიკურ კვლევებზე. ოქსანა ტალანოვა გააკეთებს მოახსენებას ვაქცინაციის თანამედროვე კალენდრების მაგალითზე, პირველადი ვაქცინაციისა და რევაქცინაციის შემთხვევაში კომბინირებული ვაქცინის გამოყენების შესახებ. ჰექსაქსიმი® - ეს არის ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ. ჰექსაქსიმი იწარმოება სრულად თხევადი სახით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში მისი შეყვანის მანიპულაციის დროის შემცირებას, ასევე პროგრამული შეცდომების თავიდან აცილებას, და იძლევა ყველა ანტიგენის სრული დოზით შეყვანის გარანტიას.
2015.11.20
|
|
|
|