logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ ორკვირეული 27 ივლისიდან დაიწყება

„თუ სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქციაში, ეს იქნება უდიდესი დახმარება ქვეყვისა და მოახლეობისთვის“ ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა თხოვნით მიმართა საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში. კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით ან ქაღალდის მატარებლის სახით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9, ელ. ფოსტა ncdc@ncdc.ge).
ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ის დაიწყება 27 ივლისს და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში ქვემოთ მითითებულ მისამართებზე.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი). ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 7000-ზე მეტი ბენეფიციარი, მკურნალობა დაიწყო 1800-მა პაციენტმა.
С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩაიტარონ უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში შემდეგ მისამართებზე:

• იმერეთი:
ქ. ქუთაისი
ქუთაისის ზონალური ლაბორატორია (მის.: ქ. ქუთაისი ოცხელის ქN2; ტელ.: 0431 220518; 0431 220539);
27-28-29 ივლისს იმერეთის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიის მეშვეობით;

•აჭარა:
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო
ბათუმი, ჯ.ქათამაძის ჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება)
ტელ - 25 37 02/04
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ბათუმი, გორგასალის 141/14
ტელ: 27 03 91/94
საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” (აჭარა)
ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113
Batumi@tanadgoma.ge tel:27 64 91
30-31 ივლისს აჭარის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიის მეშვეობით;

•გურია
ოზურგეთის ლაბორატორია
თაყაიშვილის ქუჩა VI შესახვევი, № 3
ტელ(+995) 496 26 00 15

•სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდის ლაბორატორია
მის.: ჯანაშიას 8; ტელ(+995)0415 22 80 09

•ფოთი
ფოთის ლაბორატორია
ქ.ფოთი, გურიის ქ N 6
ტელ (+995) 0493 25 01 02

•რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
ამბროლაურის ლაბორატორია
ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ# 11; ტელეფონი: 0439 22 10 21

•სამცხე-ჯავახეთი
ახალციხის ლაბორატორია
ახალქალაქის გზატკეცილი;
ტელ(+995) 0365 22 51 04

•შიდა ქართლი
გორის ლაბორატორია
მის.: ცხინვალის გზატკეცილი N14;
ტელ: 0270 277068; 0270 277069

•კახეთი
თელავის ლაბორატორია
მის.: ალადაშვილის N2
ტელ.: 0350 272763; 0350 272762

ასევე, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით მოეწყობა ღია ლაბორატორიები:
ქალაქ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მერიის წინ მდებარე სკვერში "ბაღის კიდე" და ქ. ბათუმში ბათუმის ბულვარი (კოლონადებთან).
მიღების საათები: 10 სთ-დან 17 სთ-მდე.

http://www.moh.gov.ge

2015.07.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006