გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი ბავშვთა ახალ კლინიკაში
27 აპრილიდან 8 მაისამდე ბავშვთა ახალ კლინიკას საქმიანი ვიზიტით ესტუმრება ქალაქ ბერლინის წამყვანი ბავშვთა ქირურგი, "წმინდა იოსების ჰოსპიტალის" ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ჰენინგ გისტი. დოქტორი გისტის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია აქტუალურ თემებზე ლექცია, კონსულტაციების და მაღალი სირთულის ოპერაციების ჩატარება (ჰემანგიომა, ლიმფანგიომა, ვასკულარული მალფორმაციები და სხვა ქირურგიული პათოლოგიები) პედიატრიულ პოპულაციაში.
დაინტერესებულ პირებს და პაციენტებს შეუძლიათ მოგვმართონ ბავშვთა ახალი კლინიკის ადმინისტრაციას ან დარეკეთ საკონტ: 577204722 ირაკლი