დაიწყო განაცხადთა მიღება "სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის" (გელსსკრპ) 2015 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად. სწავლება დაიწყება 2015 წლის 7 სექტემბერს, სწავლება მიმდინარეობს საქართველოს დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრის შენობაში, თბილისი, საქართველო.
გელსსკრ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
1. პრაქტიკოსი ეპიდემიოლოგები, კლინიკური ექიმები, ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით
2. ამჟამად უნდა მსახურობდეს და ჰქონდეს სულ ცოტა ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი ან სომხეთი)
3. აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
4. ასაკობრივი შეზღუდვა 46 წლამდე
5. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მუშაობენ: ეპიდ ზედამხედველობის ბაზებზე, ეპიდ აფეთქებებზე, გადამდებ და არა გადამდებ დაავადებებსა და მდგომარეობებზე, დაავადებათა კონტროლის შეფასების პროგრამებზე, სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის შეფასებასა და დაავადებათა რისკ ფაქტორებზე.
უფრო ვრცლად>>>