|
|
|
|
საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში ყოველი თვის ბოლო შაბათს უფასო სამეანო-გინეკოლოგიური გასინჯვების აქციები იმართება
|
"საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში ყოველი თვის ბოლო შაბათს უფასო სამეანო-გინეკოლოგიური გასინჯვების აქციები იმართება. აღნიშნული კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პლატონ მაჭავარიანის განცხადებით, 10.00 საათიდან 14.00 საათამდე ნებისმიერი მსურველი სამეანო-გინეკოლოგიურ და ულტრაბგერით გამოკვლევებს უფასოდ მიიღებს", - აცხადებენ კლინიკაში. მათივე განმარტებით, დაინტერესებულმა პაციენტმა უნდა დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 275-25-60; 275-57-57. "წინასწარი ჩაწერის საფუძველზე ჩვენ მოვემსახურებით უფასოდ. ეს აქცია უკვე ტრადიციულია და პაციენტებს გამოკვლევებისთვის ყოველი თვის ბოლო შაბათს უფასოდ მოვემსახურებით", - განაცხადა პლატონ მაჭავარიანმა. საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მისამართია: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის 95.
http://www.interpressnews.ge
2015.02.25
|
|
|
|
|
|