logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    IV პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას: "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები"

2014 წლის 14-23 თებერვალს დაბა ბაკურიანში საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია ატარებს IV პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას: "კლინიკური პრაქტიკის  საერთაშორისო  სტანდარტები"

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში  საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ  სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

კონფერენცია აკრედიტებულია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ, ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 45 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ  ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის,  მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

კონფერენციის ჩატარება დაგეგმილია სასტუმრო „თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში. მონაწილეები განთავსდებიან ამავე და მასთან მიმდებარე სხვა, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში ექსკლუზიური ფასდაკლებით.

სასტუმრო „თბილისის“  სრული საგზურის ღირებულებაა 600 ლარი.
7-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებულია 30%-იანი ფასდაკლება (420 ლარი).
0-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის - უფასო.
შესაძლებელია ადგილების წინასწარი დაჯავშნა. ჯავშანის ღირებულება 70 ლარი (ჯავშანის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

დამატებითი ინფორმაცია ასოციაციის და კონფერენციის შესახებ იხილეთ საიტზე:
www.postdiplom.ge
და ფეისბუქის გვერზე:
www.facebook.com/postdiplom.ge
(ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მოწონების ("დალაიქების") შემთხვევაში თქვენ ავტომატურად მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი ღონისძიებების და სამედიცინო სიახლეების შესახებ).

ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 10 იანვრისა ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”), ოთახი 322, 17 სთ-დან 19 სთ-მდე;
ტელ.: 555 70 20 20; 555 20 60 60; 555 22 11 88; 599 22 22 03
ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
info@postdiplom.ge

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია

2013.12.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006