logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა

დაიწყო განაცხადთა მიღება "სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის" (გელსსკრპ) 2014 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად.
სწავლება დაიწყება 2014 წლის 2 ივნისიდან, სწავლება მიმდინარეობს საქართველოს დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრის შენობაში, თბილისი, საქართველო.

გელსსკრ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:  

1. პრაქტიკოსი ეპიდემიოლოგები, ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით

2. ამჟამად უნდა მსახურობდეს და ჰქონდეს სულ ცოტა ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი ან სომხეთი)

3. აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა

4. ასაკობრივი შეზღუდვა 46 წლამდე

5. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მუშაობენ: ეპიდ ზედამხედველობის ბაზებზე, ეპიდ აფეთქებებზე, გადამდებ და არა გადამდებ დაავადებებსა და მდგომარეობებზე, დაავადებათა კონტროლის შეფასების პროგრამებზე, სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის შეფასებასა და დაავადებათა რისკ ფაქტორებზე.

განცხადების შემოტანის პროცედურები:

  1. შეავსეთ განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია ჩვენი პროგრამის ვებ-გვერდზე www.sc-feltp.net და დკ&სჯეც-ის (NჩDჩ) ოფიციალურ ვებ გვერდზე, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამარ ბოლქვაძეს ტელეფონზე +995-32-24-46-60 და მოითხოვოთ განაცხადის ფორმის თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნა.
  2. შევსებული განაცხადის ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tamar.feltp@gmail.com , არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა
  3. გამოგზავნეთ ორი სარეკომენდაციო წერილი, იმ პირებისაგან რომლებიც კარგად იცნობენ თქვენს პროფესიულ მოღვაწეობას. ერთი წერილი უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი ხელმძღვანელისაგან ან დეპარტამენტის უფროსისაგან, წერილში გამოხატული უნდა იყოს რომ ეს პიროვნება მხარს უჭერს თქვენს განაცხადს და ორწლიან პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას.
  4. აპლიკანტებს ასევე მოეთხოვებათ ერთგვერდიანი პერსონალური დებულების წარდგენა. რომელშიც განხილული იქნება შემდგომი საკითხები:

ა. თქვენმა განათლებამ და პროფესიულმა გამოცდილებამ როგორ მოგამზადათ სკ/სელსპ-ში მონაწილეობისათვის?

ბ. რას მიაღწევთ სკ/სელსპ-ში მონაწილეობით ?

გ. თქვენი პროფესიული მიზნები

შერჩევის პროცედურა

  1. კანდიდატები მიიღებენ დადასტურებას იმის შესახებ რომ მათი განაცხადი მიღებულ იქნა ელექტრონულ ფოსტაზე.
  2. განაცხადის ფორმების განხილვის საფუძველზე მოხდება კანდიდატების შერჩევის პირველი ეტაპი.
  3. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება პირადად ან ტელეფონის საშუალებით, 2014 წლის 10 თებერვლიდან - 28 მარტამდე.
  4. გასაუბრების შემდეგ შედგება შერჩევის მეორე ეტაპი.
  5. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან ერთსაათიან წერით გამოცდას ეპიდემიოლოგიასა და ლაბორატორიის საკითხებში, მათი სპეციალობის მიხედვით.
  6. კანდიდატების საბოლოო შერჩევა და მათი შეტყობინება 2014 წლის კოჰორტაში მოხვედრის შესახებ მოხდება 2014 წლის 18 აპრილისთვის.

შენიშვნა 

თავისუფალი ადგილების საერთო რაოდენობა შეზღუდულია, სულ შესაძლებელია 16 კანდიდატის მიღება. კანდიდატთა შერჩევას ნაწილობრივ განსაზღვრავს ის მიზანი რომ წარმოდგენილი იყოს ჯანდაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტორები, ასევე ეპიდემიოლოგები, ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით და ლაბორატორიის ხელმძღვანელები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან.

გაცნობითი კურსის მოდული დაიწყება 2014 წლის 2 ივნისს და გაგრძელდება 2014 წლის 3 ივლისამდე. სკ/სელსპ-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, პროგრამის მიზნებისა და 2014 სასწავლო კურსის სავარაუდო განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.sc-feltp.net

სკ/სელსპ-ს შერჩეული კანდიდატები უნდა დაესწრონ ყველა დაგეგმილ სატრეინინგო კვირას სერტიფიკატის მისაღებად. სულ ჩატარდება 13-დან 15-მდე სასწავლო კვირა 2 წლის განმავლობაში, აქედან 11 კვირა იქნება გაწერილი პროგრამის პირველ წელიწადზე შემდეგი თანმიმდევრობით:

2 ივნისი – 3 ივლისი 2014  

გაცნობითი კურსი (ეპოდემიოლოგია, ეპიდ-ზედამხედველობა, ბიოსტატისტიკა და ლაბორატორიული სისტემები)

29 სექტემბერი– 10 ოქტომბერი, 2014

კომუნიკაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ეპიდ-ზედამხედველობა

თებერვალი 9– 20, 2015

გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები, ვეტრეინარიული ეპიდემიოლოგია, ლაბორატორიული სისტემები – 2

31 მარტი– 11 აპრილი, 2015

საველე კვლევის მეთოდები, პრევენციის ეფექტურობა

სკ/სელსპ კურსის წარმატებით დასასრულებლად და სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებმა უნდა გამოიჩინონ კომპეტენციის მაღალი დონე ეპიდემიოლოგიის საკითხებში შემდეგი დავალებების შესრულებით: დაავადებათა ეპიდ ზედამხედველობის სისტემის შეფასება, დაავადების აფეთქების კვლევა, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, დაგეგმილი კვლევის ჩატარება, საერთაშორისო კონფერენციებისთვის ნამუშევრის მიწოდება, ზეპირი პრეზენტაცია  სამეცნიერო სემინარზე.

 

გადმოწერეთ განაცხადის ფორმა


http://www.ncdc.ge

2013.12.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006