logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სემინარი თემაზე ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა

3 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 15.00-ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ჩატარდება სემინარი თემაზე ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა.

სემინარის მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება.  მედიის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია ძუძუს კიბოს შესახებ,  ავადობისა და სიკვდილოანობის სტატისტიკა საქართველოში, პრევენციული მეთოდები და ღონისძიებები, ძუძუს კიბოსთან ასოცირებული სტიგმა. სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჟურნალისტების მიერ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გაშუქებას, ისე რომ არ მოხდეს სტიგმის გაძლიერება. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი იქნებიან გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრები და გამარჯვებული  ქალები თავად მოყვებიან საკუთარ ისტორიებს.  ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ ქალბატონებს, რომლებმაც დაამარცხეს ეს დაავადება.

სემინარი ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერას, დიზაინერ ანუკი არეშიძისა და ხელოვნების სახლის მიერ და ტარდება ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიის ფარგლებში. კამპანია დაგეგმილია ოქტომბრის თვეში, რომელიც გამოცხადებულია ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვედ მსოფლიოში.

კამპანია ტარდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით. ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში. 2011 წლის დასარულს საქართველოში ამ დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 7 211 ქალბატონი. ამავე წელს დარეგისტრირდა ძუძუს კიბოს 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.

საქართველოში კამპანიის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, თენგიზ სუხიშვილის საქველმოქმედო ფონდი, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, ბანკები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 

 

2013.10.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006