7 დეკემბერს, პარასკევს, 18 საათზე, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართება საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სოციოლოგიის დოქტორის, პროფესორ ანზორ გაბიანის ახალი მონოგრაფიის "ნარკოტიკული ქვესკნელი და მისი ბინადრები" პრეზენტაცია.
პრეზენტაცია გაიმართება წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. მის: ავლაბარი, ელიას მთა.