2012 წ. 19-21 ოქტომბერს, თსსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, კურორტ წყალტუბოში ტარდება IV საერთაშორისო კონფერენცია _ “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”, რომელიც ეძღვნება გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს.
კონფერენციის ფარგლებში ტარდება მრგვალი მაგიდა: “რადონის პრობლემა საქართველოში”.
კონფერენციაზე წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” სპეციალურ გამოშვებაში.
სტატიების წარმოდგენის ვადაა 2012 წ. 20 ივლისამდე - თსსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატში (ასათიანის ქ.7, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი 118,119).
საკონტაქტო ტელეფონები: 2542213; 2542419; 599 921488; 593 921171