|
|
|
|
მინისტრი ცნობილ ამერიკელ ონკოლოგს ჯული გარლოუს შეხვდა
|
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე საქართველოში ოფიციალური ვიზტით მყოფ ამერიკელ მედიკოსთა დელეგაციის ხელმძღვანელს ჯულია გარლოუს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ძუძუს კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის საკითხები და მომავალი თანამშრომლობა იყო. ცნობილი ონკოლოგი, ჯული გარლოუ ვაშინგტონის სამედიცინო სკოლის პროფესორია და ხელმძღვანელობს ფრედ ჰაჩისტონის კიბოს კვლევის ცენტრს. აღსანიშნავია, რომ ჯული გარლოუს და მისი გუნდის ორგანიზებით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ძუძუს კიბოს ადვოკატირების მიზნით, საერთაშორისო სამიტი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2013 წელს ანალოგიური კონფერენციის საქართველოში ჩატარების თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვის საკითხები დეტალურად განიხილეს.
http://www.moh.gov.ge
2012.02.07
|
|
|
|
|
|