საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნახატის გამოსავლენად შემდეგ თემებზე: რეზისტენტული ტუბერკულოზი და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო 1 რიგის წამლები.
კონკურსის შედეგად შერჩეული 3 ნახატის მიხედვით დამზადდება პლაკატები, რომლებიც გამოფენილი იქნება სააფთიაქო ქსელში. პირველ ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება.
აქციის მიზანია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო 1 რიგის წამლების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 10 დეკემბრამდე გააგზავნეთ ნახატი (ნებისმიერ ფორმატში) შემდეგ მისამართზე: isrgeorgia@gmail.com