|
|
|
|
29 ნოემბერს გაიმართება პრეპარატ კამელინის მეხუთე ფორმის «კამელინფლუს» პრეზენტაცია
|
29 ნოემბერს, 15 საათზე ფარმაცევტული კომპანია «კამელინი» თბილისში, სასტუმრო «რედისონ ბლუ-ივერია»-ში (ვარდების მოედანი) გამართავს პრეპარატ კამელინის მეხუთე ფორმის «კამელინფლუს» (სპრეი) პრეზენტაციას.
თემა:
- «კამელინფლუს» გამოყენება ყელის ინფექციური დაავადებების მკურნალობაში
- პრეპარატ «კამელინით» მკურნალობის შედეგები სტომატოლოგიაში
პრეზენტაციის სტუმრები :
- საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ნიკოლოზ სააკაშვილი, თამარ ჩილინგარიშვილი-პროფესორი, ზაზა ბაინდურიშვილი, თამაზ ფაილოძე
- საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი მამუკა მარგველაშვილი
- ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი: პროფესორი შოთა ჯაფარიძე, აკადემიკოსი ზურაბ ქევანიშვილი
- სიმონ ხიჩინაშვილის სახელობის თსუ კლინიკა: მედ. დოქტორი მიხეილ ხუჯაძე, მერაბ ადამია
- საოჯახო მედიცინის ცენტრები, ოჯახის ექიმები.
«კამელინ ფლუს» გამოყენებაზე ყელის ინფექციური დაავადებების მკურნალობაში მოხსენებას წარმოადგენს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორი მანანა შიხაშვილი.
«კამელინის» სხვადასხვა ფორმების კლინიკური კვლევების შედეგებზე სატომატოლოგიაში მოხსენებას წარმოადგენენ პროფესორი მზია ბაქრაძე, დოქტორანტი ირმა კაჭკაჭიშვილი, პროფესორი ბორის კორსანტია.
«კამელინის» კიდევ ერთი აღიარება უცხოელ მეცნიერთა მხრიდან. «worldscientifik»-ის მიერ გამოცემულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო წიგნში «მეცნიერება და ტექნოლოგიები მიკრობული პათოგენების წინააღმდეგ» მოხვდა პრეპარატ «კამელინზე» 2010 წელს ესპანეთის სიმპოზიუმზე წარმოდგენილი სტატია, სათაურით "evalution of in vitro and in vivo antibacterial and anti-fungal activity of "camelynm" -ისაუბრებს კომპანია "კამელინის" აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 2009 წლის მსოფლიო საუკეთესო მეცნიერთა “Top100”-ში შესული მეცნიერი ბატონი კობა გურიელიძე.
ინფორმაციისთვის : კომპანია «კამელინი» გახლავთ ქართული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აწარმოებს «კამელინის» ხუთ ფორმას:
ინექციას-«კამელინ მ 1» კაფსულებს- «კამელინ მ 2» მალამოს-«კამელინ მ 3» სანთლებს-«კამელინ მ 4» სპრეის-«კამელინფლუ»
საკონტაქტო პირი : მაია ცომაია-(593 66 95 83) დავით გოგოლაშვილი-(599 95 59 00)
სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია "კამელინი
2011.11.21
|
|
|
|
|
|