სამედიცინო-საინფორმაციო საიტი “მედპორტალი” ახორციელებს ახალ პროექტს: “საზოგადოების უზრუნველყოფა საჭირო, უახლესი და დროული ინფორმაციით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა შესახებ”.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში “მედპორტალი” გთავაზობთ თქვენი სამედიცინო მოღვაწეობის ამსახველი ინფორმაციის უფასოდ განთავსებას ინტერნეტ-სივრცეში. ამავე დროს, თქვენ მოგეცემათ საშუალება, თავად განახორციელოთ რედაქტირება თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების წარმოშობის შემთხვევაში.
პროექტი ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
კავშირი პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH)
თბილისი, 0102, ივ.ჯავახიშვილის ქ.51
ტელ: (995 32) 941388
ფაქსი: (995 32) 941391
ელ-ფოსტა: info@medportal.ge