logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ მაღაროელებისთვის უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი შექმნეს

31 მარტი, 2011 წ. საქართველო, ტყიბული: „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” დღეს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას კომპლექსური სადაზღვევო მომსახურების შესახებ. სადაზღვევო პროგრამა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი „საქნახშირის“ ყველა თანამშრომელს ეხება და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ ”ჯიპიაი ჰოლდინგისა” და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მენეჯმენტი თავად წარუდგენს მაღაროელებს დაზღვევის პირობებს. ზაზა სადუნიშვილი, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი: სადაზღვევო პროგრამა, რომლითაც „საქნახშირის“ 1000–ზე მეტი თანამშრომელი სარგებლობს, ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობის და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვის სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, წარმოებაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს ვნერგავთ. „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ სადაზღვევო პროგრამის პირველი, 300 ათას ლარად ღირებული ეტაპი უკვე მუშაობს. დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები საწარმოო რისკების, ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროცესების დაზღვევის თაობაზე. მეშახტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანია, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ამ რისკების მინიმიზაციაა. გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ჩვენ რამდენიმე თვეა ამ პროექტზე ვმუშაობთ - გვინდოდა გაგვეთვალისწინებინა ყველა ის გარემოება, რაც შეიძლება ამ საწარმოს მუშაკებისთვის და ხელმძღვანელობისთვის იყო საინტერესო. ჩვენს მიერ შემუშავაბულ სადაზღვევო პროგრამაში შედის როგორც კომპენსაცია უბედური შემთხვევის დროს, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევაც. ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით მიუდგა საკითხს. თანამშრომლები ამ საწარმოში მაღალი რისკის პირობებში მუშაობენ და კომპანიის მენეჯმენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი სადაზღვევო პროგრამის საშუალებით ფინანსური თავდაცვის მექანიზმი შეექმნა მათთვის”. ”ჯიპიაი ჰოლდინგი” სამედიცინო კაბინეტსაც მოაწყობს ადგილზე. მაღალი კვალიფიკაციის ზოგადი პრაქტიკის ექიმი ყოველდღიურად მოემსახურება „საქნახშირის“ თანამშრომლებს და პირველად დახმარებასაც გაუწევს, საჭიროების შემთხვევაში. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და ”ჯიპიაი ჰოლდინგის” პარტნიორობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში დაიწყება უშუალოდ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პროგრამა. „ჯიპიაი ჰოლდინგის” მოწვევით ტყიბულში უკვე იმყოფებოდა ამ დარგის სადაზღვევო ექსპერტი, რომელმაც შეისწავლა მდგომარეობა და სრულყოფილი ანგარიში მოამზადა, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები დაზღვევის პარალელურად. რაც მთავარია, დაზღვეული იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოულოდნელი შემთხვევა, არამედ აქედან გამომდინარე ფინანსური დანაკარგიც. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შესახებ: „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ჯგუფს, რომელმაც ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ეკონომიკაში. ჰოლდინგი აერთიანებს და მართავს კომპანიებს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, სამშენებლო მასალების წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის და სხვა სფეროებში. “ჯიპიაი ჰოლდინგის” შესახებ: “ჯიპიაი ჰოლდინგი” დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიის პრიორიტეტია ქვეყანაში სოციალური დაზღვევის განვითარება. უკვე რამდენიმე წელია დაზღვევის ამ სახეობებში, კერძოდ, საპენსიო და ჯანმრთელობის დაზღვევაში, “ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. “ჯიპიაი ჰოლდინგი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის – “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა. “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შესახებ: “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” შეიქმნა 1824 წელს. 90-იანი წლების დასაწყისიდან კომპანია გლობალური ხდება და აქტიურ მუშაობას იწყებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. დღეს ამ ჯგუფის წევრი 50 კომპანიაა ევროპის 23 ქვეყანაში. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში, რეიტინგით AA+ (Standard&Poors). 2009 წლის მონაცემებით კომპანიის წლიური შემოსავალი 8 მილიარდ ევროზე მეტია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.vig.com

“ჯიპაი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

2011.03.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006