|
|
|
|
”საქართველოს ექიმის ქცევის წესების” ფართო საზოგადოებრივი განხილვის შესახებ
|
გასული წლის გაზაფხულზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ”საქართველოს ექიმის ქცევის წესების” მომზადება. სამუშაოს დაწყების თაობაზე საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია 2010 წლის 5 ივლისს მიეწოდა. ამავე დღეს გაფორმდა მემორანდუმი ექიმის ქცევის წესებზე მომუშავე მხარეთა შორის. დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა 2010 წლის დეკემბერში. ”საქართველოს ექიმის ქცევის წესების” პირველი ვერსია საზოგადოებას წარედგინა 2011 წლის 24 იანვარს, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული მედიკოსთა პროფესიული ასოციაციების სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს ინიციატივით. დღეისთვის მზად არის ”საქართველოს ექიმის ქცევის წესების” ვერსია, რომელიც მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს შენიშვნებისა და წინადადებებისათვის. ფართო საზოგადოებრივი განხილვები მიმდინარე წლის 10 მარტამდეა ნავარაუდები. სასურველია, რომ ექიმთა დარგობრივი ასოციაციების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა შენიშვნები და წინადადებები მიაწოდონ მათი ასოციაციის/ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც მათ მიერ მიღებულ ყველა შენიშვნას გადმოსცემს სამუშაო ჯგუფს. წინადადებებისა თუ შენიშვნის დამოუკიდებლად გამოსაგზავნად ისარგებლეთ შემდეგი მისამართით: code-of-practice-geo@hssp.org.ge ინიციატივა ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ”ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამის” ხელშეწყობით. სამუშაო ჯგუფი: გივი ჯავაშვილი, გურამ კიკნაძე, ირინე ქაროსანიძე, თამარ გაბუნია, რევაზ თათარაძე, გიორგი წილოსანი. ”საქართველოს ექიმის ქცევის წესები”.
2011.03.02
|
|
|
|
|
|