ინფორმაცია ოჯახის ექიმების, პედიატრების, ბავშვთა ნევროლოგებისა და მშობლებისათვის!
”ბავშვზე ზრუნვის”სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა ”ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა”, რომელიც ხორციელდება ”ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ბაზაზე.
- თუ 2 წლის ასაკში, მეტყველებისას, ბავშვი ჯერ კიდევ ვერ იყენებს სიტყვიან წინადადებებს, თუ არ მოსწონს ახლობლებთან თამაში, სურათების დათვალიერება, არ ცდილობს ხაზებისა და მარტივი ფიგურების ხატვას;
- თუ 4-5 წლის ასაკში ბავშვს უჭირს ბურთით თამაში, 5-6 წამით ცალ ფეხზე დგომა, ფერების გარჩევა და დასახელება, მომხდარი ამბის მოკლედ და გასაგებად გადმოცემა, უჭირს ბავშვებთან თამაში და აქვს ქცევის პრობლემები.
აუცილებელია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების
ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში, ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაცია, ან რეაბილიტაცია.
ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის
კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის განყოფილებაში, ”ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამის” ფარგლებში, უფასოდ წარმოებს ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, ბავშვის განვითარების მასტიმულირებელი ინდივიდური პროგრამის შედგენა, საგანმანათლებლო საუბარი მშობელთან პროგრამის სწორად და ეფექტურად განხორციელების მიზნით.
ყველა ბავშვი ღებულობს ნევროლოგიურ და ნეიროსომნოლოგიურ კონსულტაციას;
საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებს უტარდებათ ეპილეფტოლოგის კონსულტაცია და ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა.
ბავშვების და მშობლების მიღება წარმოებს წინასწარი სატელეფონო ჩაწერით: 912947 11–დან 17 საათამდე.
”ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”
მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის (ყოფილი კალინინის) ქუჩა №51;
ტელეფონი: (+995 32) 91 29 47
ელ.ფოსტა: CPCEpi@gmail.com
გახსოვდეთ!
პრობლემის ადრეული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მართვის პირობებში, მსუბუქი დარღვევების შემთხვევათა 90%-ში, ხოლო საშუალო სიმძიმის დარღვევათა 60-70%-ში, მოსალოდნელია სრული გამოჯანმრთელების შედეგი.