”ავერსის კლინიკაში” ფუნქციონირება დაიწყო პრემიუმ კლასის ულტრათანამედროვე უნივერსალურმა ექოსკოპმა PHILIPS IU 22.
იგი აღჭურვილია ახალი ციფრული დიაგნოსტიკური სისტემით, ახასიათებს ულტრაბგერითი სხივის მთლიანად ციფრული ფორმირება და მიღება, სხივის შეღწევადობის თანამედროვე ტექნოლოგიები მინიმალური არტეფაქტებით, ან მათ გარეშე. IU-22-ს აქვს 57.000 ციფრული დინამიური არხი, რაც გვაძლევს სრულიად განსხვავებული დონისა და ხარისხის გამოსახულებას. გააჩნია უნივერსალური პროგრამები, როგორიცაა SONO CT, X-RES ან I SCAN, ხოლო დოპლერული სისტემები ბევრად უფრო დახვეწილი და სრულყოფილია ფერთა მეტი მგრძნობელობით და გარჩევადობით. ამავე დროს, ZOOM რეჟიმში გადიდებული სტრუქტურებისა და ორგანოების გამოსახულების ხარისხი თითქმის უცვლელია. რაც შეეხება მოცულობით ექოსკანირებას სამ- და ოთხგანზომილებიან (3D-4D) რეჟიმში, ხარისხი რადიკალურად განსხვავებულია. IU 22 იძლევა სამგანზომილებიანი სურათის კომპლექსური შეფასების საშუალებას სხვადასხვა ჭრილში მიღებული გამოსახულების ავტომატიზაციით. ხოლო ე.წ. უნივერსალური Q-LAB - ის პროგრამით ხდება მიღებული სამგანზომილებიანი გამოსახულების შრეობრივი შეფასება.
ყურადღებას იპყრობს, აგრეთვე, შედარებით ახალი, თანამედროვე დიზაინი, სრულიად ციფრული, მოძრავი კლავიატურა, მრავალენოვანი ინტერფეისი, როგორც გამოსახულების, ასევე კინოკადრების არქივიზაციის უფრო ფართო შესაძლებლობები.
გვეწვიეთ !!!
ჩვენ ვზრდით ხარისხს, ხოლო ფასი რჩება იგივე !!!
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"
2009.07.09