სოციალური მედიცინის ცენტრი მიმდინარე წლის 22 ივნისიდან აცხადებს საპრეზენტაციო აქციას "ჯანსაღი ოჯახი - ჯანსაღი საზოგადოება". აქცია მიზანად ისახავს ოჯახის ფსიქო-ემოციური გარემოს გაჯანსაღების და ჯანმრთელობის განმტკიცებისთვის ხელშემწყობი პირობების დანეგვას. სამედიცინო-საკონსულტაციო და ფსიქოლოგიური დახმარება მოსახლეოის გარკვეული ნაწილისთვის ფინანსურად არახელისაწვდომია და ამის გამო გარკვეული პრობლემები ექმნება არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანს ან მის ოჯახს, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობას. აქციის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის 300 წევრი ისარგებლებს მრავალპროფილური თავისუფალი საკონსულტაციო და საინფორმაციო მრავალჯერადი მომსახურებით ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს განმტკიცების მიზნით, კერძოდ:
მავნე ჩვევების (ნარკომანია, ტოქსიკომანია, ქრ. ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოხმარება, თვითმკურნალობა და სხვა) მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია;
მავნე ჩვევებით გამოწვეული სომატური და ფსიქიკური გართულებები და მათი მკურნალობა;
მოზარდი თაობის ჯანმრთელობის განმტკიცებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
კვებითი დარღვევები;
თვითმკურალობასთან დაკავშირებული საკითხები;
ფსიქიკური პრობლემები (დეპრესია, უძილობა, ნევროზი, ფობიები და სხვ.);
სხვა ნებისმიერი აქტუალური საკითხი, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას და განმტკიცებას და ამ მიზნით ინფორმაციის მიღებას;
საკონტაქტო პირი: მარიამ ჩიქვილაძე
ტელ. 895 495129, 871 225059.
სოციალური მედიცინის ცენტრი
2009.06.22