პირველი დახმარების თავისებურებები ბავშვთა ასაკში
· პირველი დახმარების მეთოდები ბავშვთა ასაკში
· პირველი დახმარება ბავშვის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობის დროს
პირველი დახმარების მეთოდები ბავშვთა ასაკში
პირველი დახმარების მეთოდები 8 წლამდე ასაკის ბავშვებში რამდენადმე განსხვავდება მოზრდილებში გამოყენებული ამავე მეთოდებისაგან.
რა თქმა უნდა ამ დროსაც ვიყენებთ სიცოცხლის გადარჩენის ბაზისურ ალგორითმს – DRABC:
· პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეამოწმოთ გარემო და დარწმუნდეთ, რომ თქვენ და დაზარალებულს საფრთხე არ გემუქრებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირველესად უნდა უზრუნველყოთ გარემოს უსაფრთხოება;
-
ერთ წლამდე ასაკის ბავშვისათვის
სასუნთქი გზების გახსნისას მოათავსეთ ერთი თითი ნიკაპის ქვეშ. მეორე ხელი დაადეთ
ბავშვს შუბლზე, ოდნავ
გადაუწიეთ თავი უკან და წამოუწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ;
- 1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ ორი თითი, მეორე ხელი კი – შუბლზე. გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ და ზემოთ;
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვი აიყვანეთ ხელში და მოათავსეთ ისე, რომ თავი გადაწეული იყოს უკან და ქვემოთ. ამით ბავშვი დაცული იქნება ენითა და პირნაღები მასებით სასუნთქი გზების დახშობისაგან;
- 1-დან 8 წლამდე ბავშვებში
უსაფრთხო მდებარეობაში მოთავსება ხდება
იგივენაირად, როგორც მოზრდილებში;
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, ჩაატარეთ 2 საკონტროლო ჩაბერვა:
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჰერმეტულად დაფარეთ თქვენი ტუჩებით მისი პირი და ცხვირი. ერთი წლის ზემოთ ბავშვებში დაახშეთ ცხვირი და ჩაბერეთ მხოლოდ პირში. გააკეთეთ 1 ჩაბერვა. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არის, ჩაატარეთ მეორე ჩაბერვა. თუ პირველი საკონტროლო ჩაბერვის დროს გულმკერდის კედელი არ მოძრაობს, შეცვალეთ თავის მდებარეობა და ჩაატარეთ მეორე საკონტროლო ჩაბერვა. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არის, შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, სხეულის მოძრაობა, ხველა).
თუ ცირკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა:
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჰერმეტულად დაფარეთ თქვენი ტუჩებით მისი პირი და ცხვირი. ერთი წლის ზემოთ ბავშვებში დაახშეთ ცხვირი და ჩაბერეთ მხოლოდ პირში. გააკეთეთ 20 ჩაბერვა სიხშირით 3 წმ-ში ერთი ჩაბერვა ერთი წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები, თუ სუნთქვა კვლავ არ არის, მაგრამ ბავშვს აღენიშნება სხეულის მოძრაობა ან ხველა, გააგრძელეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ ბავშვი იწყებს სუნთქვას, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
* გახსოვდეთ! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად
საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.
გულ-ფილტვის რეანიმაციიის ტექნიკა ასევე დამოკიდებულია დაზარალებულის ასაკზე;
- თუ დაზარალებული
1 წლამდე ასაკის ბავშვია, დააწვინეთ ის მაგარ ზედაპირზე, მოათავსეთ სამი
თითი გულმკერდზე ისე, რომ ზედა უსახელო თითი იყოს დვრილების შემაერთებელ ხაზზე.
ამის შემდეგ მიიტანეთ სამი თითი მკერდის ძვალზე და აწიეთ ზედა თითი. გააკეთეთ სამი
ზეწოლა მკერდის ძვალზე სიხშირით 100 ზეწოლა წუთში. ზეწოლის სიღრმე – ყოველი
ზეწოლისას მკერდის ძვალი უნდა ჩადიოდეს გულმკერდის სიღრმის 1/3-ზე. ყოველი სამი
ზეწოლის შემდეგ გააკეთეთ ერთი ჩაბერვა ბავშვის პირში და ცხვირში. ზეწოლებსა და
ჩაბერვებს შორის შეფარდების შენარჩუნების მიზნით გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს
დაითვალეთ: ”ერთი, ორი, სამი, ჩაბერე.” ჩაატარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია 1 წუთის
განმავლობაში და თუ მანამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური არ იყო
გამოძახებული, დროულად გამოიძახეთ იგი. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია
სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. ყოველ ერტ წუთში გადაამოწმეთ ცირკულაციის
ნიშნები;
-
1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში
გულის არაპირდაპირ მასაჟს ატარებენ იმავე ადგილას,
როგორც მოზრდილებში. ამისათვის თავსდება მკერდის ძვლზე დვრილებს შორის. ამ ასაკის
ბავშვებში ზეწოლებს მკერდის ძვალზე აკეთებენ ერთი მტევნით. შეფარდება ზეწოლებსა და
ჩაბერვებს შორის არის 5/1. ჩაბერვები ხდება მხოლოდ პირში, ცხვირი დახშულია.ყოველ
ერტ წუთში გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები.
გახსოვდეთ!
არ შეიძლება გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება მაშინ, როდესაც გული მუშაობს, ამიტომ არასოდეს არ ივარჯიშოთ ერთმანეთზე!
გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.
პირველი დახმარების აღმოჩენა არ უნდა გახდეს ექიმის გამოძახების დაგვიანების, ან ჰოსპიტალიზაციის დაყოვნების მიზეზი.
პირველი დახმარება ბავშვის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობის დროს
თუ დაზარალებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვია:
1.
დააწვინეთ
ის თქვენს მარცხენა ხელზე მუცელზე, დააფიქსირეთ მისი ნიკაპი და გულმკერდი. გააკეთეთ
5 დარტყმა ბეჭთაშუა არეში;
2. გადმოიწვინეთ ბავშვი მარჯვენა ხელზე და დაუთვალიერეთ პირის ღრუ. თუ უცხო სხეული მოჩანს ამოიღეთ ერთი თითით: თითი ჩაუყავით პირის ღრუში პირის კუთხიდან. გააცურეთ თითი ლოყის შიგნითა ზედაპირზე ენის ფუძემდე მისვლისას მოხარეთ თითი კაუჭივით, გადმოიტანეთ მეორე ლოყის შიგნითა ზედაპირზე და გამოიღეთ კაუჭივით მოხრილი თითი პირიდან;
3.
თუ ზურგზე 5 დარტყმის შემდეგ უცხო სხეული პირის ღრუში არ არის, გააკეთეთ
ორი თითით 5 ზეწოლა მკერდის ძვალზე დვრილების შემაერთებელი ხაზის ერთი თითის
ქვემოთ;
4. დაათვალიერეთ პირის ღრუ. თუ უცხო სხეული არ ჩანს და ბავშვი უგონოდ არის, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირში და ცხვირში;
5. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არ არის ან დაზარალებული გონზეა, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. თუ სასუნთქი გზების განთავისუფლება უცხო სხეულისაგან არ ხერხდება, კვლავ გაიმეორეთ 1-4 პუნქტები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე.
თუ ზედა სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა აღენიშნება 1-დან 8 წლამდე ბავშვს, პირველი დახმარება დამოკიდებულია იმაზე, გონზეა თუ უგონოდაა დაზარალებული.
თუ ბავშვი გონზეა:
3. დაათვალიერეთ პირის ღრუ, თუ უცხო სხეული ჩანს ამოიღეთ. თუ დაზარალებული დაიწყებს სუნთქვას, გადაიყვანეთ უსაფრთხო პოზიციაში და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. ყოველ 10 წთ ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე;
გახსოვდეთ!
· სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, რომლის დროს მოსალოდნელია შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორად ორგანიზებულ და დროულ პირველ დახმარებას.
· თუ არ ხერხდება სასუნთქი გზების განთავისუფლება უცხო სხეულისაგან, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
კრუნჩხვა ბავშვთა ასაკში შეიძლება განპირობებული იყოს ეპილეფსიით, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე რომელიმე ინფექციური დაავადების დროს (ფებრილური გულყრა). ასეთი კრუნჩხვა შემაშფოთებელია, მაგრამ უფრო ხშირად საშიში არ არის, თუ პირველი დახმარება სწორედ იქნება აღმოჩენილი.
ფებრილური გულყრის შემდეგ აუცილებელია ბავშვი გადაყვანილი იყოს საავადმყოფოში სერიოზული დაავადების გამორიცხვის მიზნით.
სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე განვითარებული კრუნჩხვისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:
· ცხელების ნიშნები – ცხელი, შეწითლებული კანი, შესაძლებელია ოფლიანობა;
· ძლიერი მოძრაობა სხეულში, რომელიც განპირობებულია კუნთთა პერიოდული შეკუმშვითა და მოდუნებით - კიდურების მოხრა და მუშტების შეკვრა;
· სახის დაჭიმვა, მზერა ფიქსირებულია ერთ წერტილში;
· სუნთქვის შეკავება, შეშუპებული სახე და კისერი, ნერწყვდენა პირიდან;
· უგონო მდგომარეობა ან ცნობიერების დაბინდვა.
ფებრილური გულყრის დროს პირველი დახმარების მიზანია – ბავშვის დაცვა შემდგომი დაზიანებისაგან, გაგრილება, მშობლების გამხნევება და დაზარალებულის დაუყოვნებლივი გადაყვანა საავადმყოფოში.
პირველი დახმარება სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე განვითარებული კრუნჩხვის დროს:
1. გახადეთ
ბავშვს ტანსაცმელი. თუ ლოგინში წევს მოხადეთ საბანი. უ
ზრუნველყავით
გრილი სუფთა ჰაერის მიწოდება, მაგრამ არ გააგრილოთ ზედმეტად;
2. მოათავსეთ ბალიშები ბავშვის სხეულის გარშემო ტრავმის პროფილაქტიკის მიზნით;
3. დაზილეთ ბავშვი გრილი წყლით: დაიწყეთ თავიდან და ნელ-ნელა დაზილეთ მთელი სხეული;
4.
მოათავსეთ
უსაფრთხო მდებარეობაში, უზრუნველყავით სასუნთქი
გზების გამავლობა;
5. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.
6. გაამხნევეთ ბავშვი და მშობლები სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.
გახსოვდეთ!
· მაღალი ტემპერატურის ფონზე განვითარებული კრუნჩხვის დროს ეცადეთ დააქვეითოთ ბავშვის სხეულის ტემპერატურა, მაგრამ არ გააგრილოთ ზედმეტად;
· კრუნჩხვის განმავლობაში მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა მოსალოდნელი დაზიანებისაგან (ტრავმის პროფილაქტიკა);
· დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური, თუ:
- ბავშვი უგონო მდგომარეობაშია 10 წუთზე მეტხანს;
- კრუნჩხვა გრძელდება 5 წთ-ზე მეტხანს;
- კრუნჩხვა მეორდება;
- ეს კრუნჩხვის პირველი შემთხვევაა;
· შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ გონივრულად და იყავით გულისხმიერნი ბავშვისადმი.
სუნთქვის გაძნელება მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად გამოწვეულია კრუპის შეტევით, რომლის მიზეზიც არის ანთებითი პროცესი სასუნთქ გზებში. კრუპის შეტევა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ პირველი დახმარების დროული გაწევისას იგი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაზე. შეტევა უფრო ხშირად იწყება ღამით, შესაძლებლია ის რამდენჯერმე განმეორდეს.
კრუპის შეტევის დამახასიათებელი ნიშნებია:
§ მცირეწლოვანი ბავშვის გაძნელებული სუნთქვა;
§ ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა;
§ მყეფავი ხასიათის ხველა;
§ მორუხო-მოლურჯო ფერის კანი;
§ მძიმე შემთხვევებში დამატებითი კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში;
§ თუ დაზარალებულს აღენიშნება დამახასიათებელი პოზა (ბავშვი ზის წინ წამოწეული, თავი უკან აქვს გადაწეული) და სხეულის მაღალი ტემპერატურა, ეს მიუთითებს მკვეთრად გამოხატული სუნთქვის უკმარისობის არსებობაზე, ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
პირველი
დახმარება კრუპის შეტევის დროს:
1. დასვით და გაამხნევეთ ბავშვი;
2. შექმენით ორთქლიანი გარემო ბავშვის გარშემო. წაიყვანეთ ის აბაზანაში და გააღეთ ცხელი წყლის ონკანი. ასევე შესაძლებელია დასვათ ბავშვი სამზარეულოში და ადუღოთ წყალი. აუხსენით ბავშვს, რომ სუნთქვის გაადვილების მიზნით უნდა ჩაისუნთქოს ორთქლი. ყურადღებით იყავით და დაიკავეთ ბავშვი ცხელი წყლიდან მოშორებით, რათა ბავშვმა არ მიიღოს დამწვრობა;
3. არ შეიძლება თითების ჩადება პირში, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება;
4. არ ჩავარდეთ პანიკაში, ეს შეაშინებს ბავშვს და გამოიწვევს მისი მდგომარეობის გაუარესებას;
5. როცა ბავშვს დააწვენთ ლოგინში, შექმენით ტენიანი გარემო მის საძინებელში. ამისათვის გადაკიდეთ სველი პირსახოცი სითბოს წყაროზე. მომატებულმა ტენიანობამ შეიძლება შეამციროს განმეორებითი შეტევების რისკი;
6. თუ კრუპის შეტევა მძიმეა, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
გახსოვდეთ!
· კრუპის შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, რომლის დროს მოსალოდნელია შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორად ორგანიზებულ და დროულ პირველ დახმარებას.
· კრუპის შეტევის დროს დაიცავით სიმშვიდე იმოქმედეთ გონივრულად და გამოიჩინეთ განსაკუთრებული მზრუნველობა ბავშვის მიმართ.