პირველი დახმარება სხვადასხვა სამედიცინო პრობლემის დროს
თავის ტკივილი შეიძლება თან ახლდეს ნებისმიერ დაავადებას, მაგალითად ცხელებით მიმდინარე ვირუსულ ინფექციას, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს უფრო მძიმე და სერიოზული დაავადებების (მაგ. მენინგიტის /ტვინის გარსების ანთების/ ან ინსულტის /ტვინში სისიხლის მიმოქცევის მოშლის) ნიშანი. ჯანმრთელ პირებში თავის ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს უჰაერო გარემოში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით, ალკოჰოლისა ან წამლების დიდი რაოდენობით მიღებითა და სხვა.
ზოგჯერ თავის ტკივილი იწყება თითქოსდა უმიზეზოდ. ასეთ შემთხვევაში მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს გადაღლა, ნერვული/ფიზიკური გადაძაბვა, სტრესი. თავის ტკივილის ინტენსიობა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს: დისკომფორტის შეგრძნებიდან აუტანელ ტკივილამდე.
პირველი დახმარება თავის ტკივილის დროს:
1. მოათავსეთ დაზარალებული მყუდრო გარემოში (დასვით ან დააწვინეთ). თუ შესაძლებელია, მოხსენით თავის ტკივილის ხელშემწყობი ან გამომწვევი მიზეზები (მაგალითად, ხმაური, მკვეთრი სინათლე, უჰაერობა);
2. თუ დაზარალებული მოზრდილია, მიეცით ორი აბი პარაცემატოლი. თუ დაზარალებული ბავშვია, გამოიძახეთ ექიმი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავის ტკივილი:
· უეცრად იწყება;
· ძლიერი და შემაწუხებელია;
· მდგრადია ან მოხსნის მერე კვლავ იწყება;
· დაკავშირებულია ზოგად სისუსტესთან, მგრძნობელობის დაკარგვასთან ან ცნობიერების დაბინდვასთან;
· დაკავშირებულია კისრის კუნთების დაჭიმულობასთან;
· თან სდევს თავის ტრავმას.
შაკიკი არის დაავადება, რომელიც გამოვლინდება ძლიერი თავის ტკივილით. შეტევის განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა მიზეზი, როგორიცაა ალერგია, სტრესი, დაღლილობა. შაკიკით დაავადებულები გრძნობენ შეტევის დაწყებას და იციან, როგორ შეიძლება შეიმსუბუქონ ტკივილი. ზოგჯერმათ მათ თვითონ აქვთ თავისი წამლები.
შაკიკისათვის დამახასიათებელია:
· შეტევის განვითარების წინ გამაფრთხილებებლი ნიშნები, მაგალითად, მხედველობის დაბინდვა თვალების წინ შავი წერტილებისა და/ან ბრმა ლაქების გაჩენით;
· ინტენსიური მოპულსირე ტკივილი, ხშირად თავის ერთ ნაწილში;
· დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
· დაზარალებული ძალიან მგრძნობიარეა მკვეთრი შუქისა და ხმაურისადმი.
პირველი დახმარება შაკიკის შეტევის დროს ისეთივეა, როგორც, სხვა სახის თავის ტკივილის დროს. თუ დაზარალებულს თან აქვს რაიმე წამალი, დაეხმარეთ მის მიღებაში. თუ შაკიკის შეტევის დროს იწყება ღებინება, მიაწოდეთ პირსახოცი ან კონტეინერი პირნაღები მასებისათვის. შეტევის მოხსნას ხელს უწყობს წოლა ან ძილი სიჩუმეში, ბნელ ოთახში რამოდენიმე საათის განმავლობაში.
ყელის ტკივილის ხშირი მიზეზი არის ხახის ქსოვილების ანთება. ვირუსული ინფექციები უხშირეს შემთხვევაში იწყება ყელის ტკივილით, რომელიც გაივლის ორ-სამ დღეში. ზოგჯერ ხახის უკანა კედელზე მოთავსებული ნუშურა ჯირკვლები ინფიცირდება ვირუსებით ან ბაქტერიებით. ასეთ შემთხვევაში ნუშურები და გარშემო მდებარე ქსოვილები წითლდება, შუპდება და მათზე ჩნდება ჩირქოვანი წერტილები ან წყლულები.
პირველი დახმარება ყელის ტკივილის დროს:
1. მიეცით დაზარალებულს სითხე დიდი რაოდენობით. ეს შეამსუბუქებს ტკივილსა და თავიდანს ააცილებს ყელის სიმშრალეს;
2. თუ დაზარალებული მოზრდილია, მიეცით მას ორი აბი პარაცეტამოლი. თუ დაზარალებული ბავშვია, გამოიძახეთ ექიმი.
თუ ეჭვი მიიტანეთ ნუშურა ჯირკვლების ანთებაზე, ურჩიეთ დაზარალებულს დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
ყურის ტკივილისმიზეზი უხშირეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, შუა ყურის ანთებაა. ხშირია ვირუსული ინფექციების დროს. ზოგჯერ შუა ყურში შესაძლებელია მოიმატოს წნევამ, რაც ხდება დაფის აპკის დაზიანების მიზეზი. ამის შემდეგ ჩირქი ან სხვა სახის გამონადენი გამოდის ყურიდან და ტკივილი იწყებს შემცირებას ხანმოკლე დროის განმავლობაში. ყურის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს უცხო სხეულმა ან კბილის დაზიანებამ. ყურის ტკივილის დროს ხშირია სმენის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.
პირველი დახმარება ყურის ტკივილის დროს:
1. თუ ყურის ტკივილს თან ახლავს
გამონადენი, ცხელება ან სმენის მკვეთრი დაქვეითება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
2. თუ დაზარალებული მოზრდილია, მიეცით ორი აბი პარაცეტამოლი. თუ დაზარალებული ბავშვია, მიმართეთ ექიმს;
3. დაადეთ მტკივნეულ ყურზე თბილი საგანი (პირსახოცში შეხვეული სათბური ან ბოთლი თბილი წყლით. ამ დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად). თუ დაწოლისას ტკივილი ძლიერდება, დასვით დაზარალებული;
4. ურჩიეთ დაზარალებულს მიაკითხოს ექიმს.
ზოგჯერ ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს ყურში უცხო სხეულის არსებობით. ამ დროს შეიძლება აღინიშნოს სმენის დროებითი დაქვეითება (ყურის არხის დახშობის გამო) ან ყურის დაზიანება.
პირველი დახმარება ყურში უცხო სხეულის არსებობისას:
· თუ უცხო სხეული ფიქსირებულია ყურში, არ ს ცადოთ მისი ამოღება. ამით შეიძლება გამოიწვიოთ უფრო მძიმე დაზიანება ან შეიძლება უცხო სხეული უფრო ღრმად შეიყვანოთ. რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში. გაამხნევეთ იგი გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე ან ტრანსპორტირების პერიოდში;
· თუ ყურში მოხვდა მწერი:
1. დასვით და გაამხნევეთ დაზარალებული;
2. დააფიქსირეთ თავი ისე, რომ დაზიანებული ყური იყოს მიმართული ზემოთ. ჩამობანეთ ყური გრილი წყლით. ეს ხელს შეუწყობს ყურიდან მწერის ამოღებას;
3. თუ ყოველივე ეს უშედეგოა, უზრუნველყავით დაზარალებულის დაუყოვნებლივი გადაყვანა საავადმყოფოში.
კბილის ტკივილი
ხშირად გამოწვეულია კბილის კარიესული
ღრმულით. ტკივილი აღინიშნება ცივი ან ცხელი სასმელისა და საკვების მიღებისას.
კბილის მოპულსირე ტკივილი უფრო დამახასიათებელია ინფექციისათვის. ამ დროს ასევე
აღინიშნება ღრძილების შეშუპება და ცუდი სუნი პირიდან.
კბილის ტკივილის დროს თქვენი მიზანია შეამსუბუქოთ ტკივილი და ურჩიოთ დაზარალებულს მიმართოს კბილის ექიმს (სტომატოლოგს).
პირველი დახმარება კბილის ტკივილის დროს:
1. თუ დაზარალებული მოზრდილია, მიეცით ორი აბი პარაცეტამოლი. თუ დაზარალებული ბავშვია, მიმართეთ ექიმს;
2. მოათავსეთ დაზარალებული მისთვის მოხერხებულ მდებარეობაში. თუ წოლის დროს ტკივილი ძლიერდება, დასვით;
3. ტკივილის შემცირება შესაძლებელია ორი მეთოდით: მოათავსეთ პირსახოცში შეხვეული სათბური ან ბოთლი თბილი წყლით სახეზე მტკივნეულ არესთან; დაასველეთ ბამბის პატარა ნაჭერი მიხაკის ზეთში და დაადეთ მტკივნეულ კბილს. ბამბა შეავსებს კარიესულ ღრმულს, ხოლო მიხაკის ზეთი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია;
4. ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს სტომატოლოგს.
მუცლის ტკივილი ხშირად განპირობებულია უმნიშვნელო მიზეზებით, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მძიმე დაზიანების (როგორიცაა ნაწლავის კედლის დაზიანება ან გაუვალობა და სხვ.) ნიშანი. ნაწლავთა შიგთავსის გადადგილების შეზღუდვა, რომელიც გამოწვეულია ნაწლავთა შებერვითა ან დახშობით, იწვევს ძალიან მკვეთრ ტკივილს, ღებინებას და ცნობილია ნაწლავის ჭვალის სახელწოდებით. ნაწლავის კედლის დაზიანებისა და მუცლის ღრუში მისი შიგთავსის გადმოსვლის დროს შესაძლებელია განვითარდეს მუცლის ღრუს კედლის ანთება (პერიტონიტი). ეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა იწვევს უეცარ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოძრაობის ან მუცლის ღრუში წნევის მომატებისას.
პირველი დახმარება მუცლის ტკივილის დროს:
1. მოათავსეთ დაზარალებული მისთვის მოსახერხებელ მდებარეობაში. თუ დაზარალებულს უჭირს სუნთქვა წამოსვით. თუ ეწყება ღებინება, მიეცით რამე ჭურჭელი პირნაღები მასებისათვის. არ მისცეთ მას წამალი, სასმელი ან საჭმელი;
2. თუ ტკივილი ძალიან ძლიერია ან 30 წთ-ში არ იხსნება, მიმართეთ ექიმს.
ცხელება არის სხეულის ტემპერატურის მომატება 370C-ზე ზემოთ. უხშირეს შემთხვევაში ის გამოწვეულია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება 370 C -მდე არ არის საშიში. მაგრამ, თუ ტემპერატურა 380 C -ზე ზემოთ მატულობს, ეს შეიძლება საშიში იყოს. მცირე ასაკის ბავშვებში ამ დროს მოსალოდნელია კრუნჩხვის განვითარება. გამოიძახეთ ექიმი.
პირველი დახმარება ცხელების დროს:
1. დააწვინეთ დაზარალებული გრილ გარემოში. დააფარეთ თხელი საბანი ან ზეწარი. დაზილეთგრილი წყლით;
2. მიეცით დაზარალებულს დასალევად გრილი სითხეები დიდი რაოდენობით;
3. თუ დაზარალებული მოზრდილია მიეცით ორი აბი პარაცეტამოლი. თუ დაზარალებული ბავშვია, მიმართეთ ექიმს.
პირველი დახმარება მსუბუქი დაზიანების დროს
ცხვირიდან სისხლდენა
ადამიანების უმეტესობა ამ დროს თავს უკან წევს და იდებს ცივ საფენს ცხვირზე, რაც დიდი შეცდომაა. ცხვირიდან სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევა არ შეიძლება, შეიძლება გამოიწვიოთ ღებინება, რაც საშიშია.
პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს:
1. დასვით დაზარალებული (ადამიანი, რომლსაც აქვს სისხლდენა ცხვირიდან) ისე, რომ თავი ოდნავ წინ ჰქონდეს დახრილი;
2. სთხოვეთ მას, ისუნთქოს პირით და თითები მიიჭიროს ცხვირის ფუძის ქვემოთ. სთხოვეთ მას, არ ილაპარაკოს, არ გადაყლაპოს ნერწყვი, და არ მოიწმინდოს ცხვირი. მიეცით დაზარალებულს სუფთა ცხვირსახოცი ან საფენი, რომ სახის კანიდან სისხლი მოიწმინდოს;
3. 10 წუთის შემდეგ სთხოვეთ მოაშოროს ცხვირს თითები. თუ სისხლდენა კვლავ გრძელდება, ისევ მიიჭიროს თითები 10 წუთით;
4. თუ 30 წუთის შემდეგ სისხლდენა ცხვირიდან კვლავ გრძელდება, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე;
5. თუ სისხლდენა შეჩერდა, ფრთხილად მოუწმინდეთ დაზარალებულს სახე ცხვირის გარშემო გრილ წყალში დასველებული საფენით;
6. ურჩიეთ დაზარალებულს, რამოდენიმე საათის განმავლობაში იყოს მშვიდად, რომ სისხლდენა არ განახლდეს.
პირველი დახმარება მცირე ზომის ჭრილობის დროს:
1. დახმარების გაწევამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით;
2. თუ ჭრილობა დაბინძურებულია, ჩამობანეთ დაზიანებული არე წყლით. ფრთხილად გაამშრალეთ კანი სუფთა საფენით;
3. დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით. გაასუფთავეთ კანი ჭრილობის გარშემო საპნითა და წყლით, გაამშრალეთ;
4. შემდეგ დააწებეთ ჭრილობაზე ბაქტერიციდული სალბუნი (პლასტირი) ან დაადეთ სუფთა საფენი და ნახვევი;
5. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
- ჭრილობაში უცხო სხეულია. თქვენ თვითონ არ ამოიღოთ ის;
- ჭრილობა ძალიან დაბინძურებულია ან საქმე გაქვთ ცხოველის ნაკბენთან;
- თუ ძველი ჭრილობის გარშემო შეშუპება, სიწითლე ან მტკივნეულობაა.
პირველი დახმარება მცირე ზომის დამწვრობის შემთხვევაში:
1. დაზიანებისთანავე ჩამობანეთ დაზიანებული არე ცივი გამდინარე წყლით მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. ეს შეამცირებს ტკივილს;
2. დაზიანებული არიდან მოაშორეთ სამკაულები, საათი, შეუხსენით ტანსაცმელი;
3. დაფარეთ დაზიანებული არე სუფთა საფენით და ზემოდან დაადეთ ნახვევი;
4. თუ დამწვრობა დიდ ფართობზეა და ჩანს ბუშტუკები, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. არავითარ შემთხვევაში არ დააზიანოთ ბუშტუკის მთლიანობა. იყავით მშვიდად.
პირველი დახმარება კიდურების მსუბუქი დაზიანების დროს:
1. თუ დაიზიანეთ ფეხი :
- დაიდეთ დაზიანებულ არეზე ცივ წყალში დასველებული საფენი ან პირსახოცში გახვეული ყინული;
- ასწიეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი, რაც შეიძლება ზემოთ;
- არ დატვირთოთ დაზიანებული ფეხი.
2. თუ თქვენ ხელის ან ფეხის მსუბუქი ტრავმის გამო გაგივითარდათ სისხლჩაქცევა:
- დაადეთ დაზიანებულ არეს ცივ წყალში დასველებული საფენი ან პირსახოცში გახვეული ყინული;
- თუ სისხლჩაქცევა არ გაქრა 2 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
თვალებში მტვერის, ქვიშის მარცვლის ან რაიმე სხვა საგნის ჩავარდნის შემთხვევაში: