მოწამვლა
ზოგადი საკითხები
მოწამვლა – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შხამის
შეღწევის შემთხვევაში. მომწამლავი ნივთიერების (შხამის) როლში შეიძლება აღმოჩნდეს
პრაქტიკულად ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული
რაოდენობით მოხვედრისას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის
მოშლა.
არჩევენ საყოფაცხოვრებო და საწარმოო
მოწამვლებს. ადამიანი შეიძლება მოიწამლოს ალკოჰოლური პროდუქტებით, მცენარეული ან
კვებითი სახის მომწამლავი ნივთიერებებით.
უამრავი ადამიანი იღუპება მოწამვლის შედეგად, მაგრამ დროულად და სწორად ჩატარებული
პირველი დახმარების შემთხვევაში ბევრი მოწამლულის სიცოცხლის გადარჩენა
შესაძლებელია. გადაუდებელი დახმარების ფორმა დამოკიდებულია ორგანიზმში შხამის
მოხვედრის გზაზე.
მავნე ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ:
მოწამვლისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:
-
ცვლილებები ქცევაში (უეცარი ძილიანობა, აგზნებადობა, შენელებული აზროვნება,
არაადექვატური რეაქცია გარემო პირობებზე, კიდურების ტრემორი, კრუნჩხვა და სხვ.);
-
კანის ფერის შეცვლა;
-
სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაკლება;
-
გულის მუშაობის დარღვევა (გულის რითმისა და/ან არტერიული წნევის ცვლილებები);
-
სუნთქვის დარღვევა.
პირველი დახმარების ძირითადი მიზანი მოწამვლის დროს:
·
სუნთქვისა და
სისხლის მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
·
მომწამლავი
ნივთიერების დადგენა, მისი ზემოქმედების შეჩერება და შესაბამისი მკურნალობა.
პირველი დახმარება მოწამვლის დროს:
-
აუცილებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ მოწამვლა გამოწვეულია მავნე
ნივთიერებების ან აირების გამოყოფით გარემოში, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს პირად
უსაფრთხოებაზე;
-
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზებული სამსახურები;
-
ეცადეთ დაადგინოთ მომწამლავი ნივთიერების ტიპი, რაოდენობა, მიღების დრო და მისი
ორგანიზმში მოხვედრის გზები. საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შემთხვევის ადგილზე
მოსულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
·
შეამოწმეთ ცნობიერების დონე და ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა;
·
თუ მომწამვლავი ნივთიერება გადაყლაპულია,
არ გამოიწვიოთ ღებინება. რადგან პირნაღები მასა შეიძლება გახდეს სასუნთქი
გზების დახშობის მიზეზი ;
·
თუ მომწამლავი ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში კანის ზედაპირიდან,
ჩამობანეთ წყლით
დაზიანებული არე;
·
თუ დაზარალებულმა შეისუნთქა მომწამლავი ნივთიერება, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას;
·
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ
სუნთქვა და
ცირკულაციის ნიშნები არის, დააწვინეთ იგი უსაფრთხოების პოზიციაში;
-
გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე მუდმივად აკონტროლეთ ცნობიერების
დონე, სასუნთქი გზების გამავლობა,
სუნთქვა,
და
ცირკულაციის ნიშნები.
გახსოვდეთ!
-
მოწამლულის სიცოცხლის გადარჩენისა და მისი შემდგომი მკურნალობისათვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება მომწამლავი ნივთიერებების დროულ და სწორ
იდენტიფიკაციასა და მისი შემდგომი ზემოქმედების აღკვეთას;
-
გარემოს დათვალიერებისას მიაქციეთ ყურადღება ცარიელ ან გახსნილ ბოთლებს,
კონტეინერებს, წამლის ქილებსა და მოწყვეტილ მცენარეებს. თუ შესაძლებელია, თვით
დაზარალებულისაგან მიიღეთ საჭირო ინფორმაცია;
-
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
-
იმოქმედეთ გონივრულად და იყავით გულისხმიერნი (განსაკუთრებით სუიციდური
მცდელობის შემთხვევაში).
ნახშირჟანგით მოწამვლა
ნახშირჟანგით მოწამვლა საკმაოდ ხშირია უკანასკნელ წლებში. ნახშირჟანგი
გამოიყოფა ნებისმიერი საწვავის წვის შედეგად. იგი უსუნო და უფერო მომწამლავი გაზია,
რომლის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი რამოდენიმე
წუთში. ახალშობილები, ბავშვები, მოზრდილები და ის ადამიანები რომლებსაც აქვთ
ანემია, გულ-სისხლძარღვთა ან რესპირატორული სისტემის დაავადებები, უფრო მეტად
მგრძნობიარენი არიან ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის მიმართ.
ნახშირჟანგით მოწამვლის სიმპტომები:
ნახშირჟანგის დაბალი კონცენტრაცია იწვევს მცირედ გამოხატულ თავის ტკივილს,
გულისრევის შეგრძნებას, სუნთქვის შესუსტებას. ეს სიმპტომები შეიძლება შეცდომით
მიიჩნიონ გრიპის, საკვებით მოწამვლის ან სხვა დაავადების გამოვლინებად და არც კი
იფიქრონ ნახშირჟანგით გამოწვეულ მოწამვლაზე.
ნახშირჟანგის ზომიერ კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა, გულისრევა, გონების დაკარგვა, ცნობიერების დონის შეცვლა.
პირველი დახმარება ნახშირჟანგით მოწამვლის დროს
თუ ფიქრობთ, რომ საქმე გაქვთ
ნახშირჟანგით გამოწვეულ მოწამვლასთან, იხელმძღვანელეთ შემდეგი მითითებებით:
·
სასწრაფოდ გაანიავეთ ოთახი:
გააღეთ ოთახის კარებები და ფანჯრები, გამორთეთ საწვავზე მომუშავე ნებისმიერი
მოწყობილობა და დატოვეთ სახლი;
·
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და
აუხსენით, რომ ეჭვი გაქვთ ნახშირჟანგით მოწამვლზე, იგი დასტურდება სისხლის
ანალიზით;
·
მოემზადეთ ექიმის შეკითხვებზე
საპასუხოდ:
- იყენებთ თუ არა საწვავზე მომუშავე მოწყობილობას?
- დარწმუნებული თუ ხართ, რომ თქვენი გამათბობელი მუშაობს სწორად, გამართულად?
- მხოლოდ სახლში ყოფნისას ვლინდება თქვენი ჩივილები?
-ისინი გაქრა ან შემცირდა როცა დატოვეთ სახლი და კვლავ აღმოცენდა როცა სახლში
დაბრუნდით?
- თქვენს სახლში მცხოვრებ სხვა პირებსაც ხომ არ აღენიშნებათ
ანალოგიური ჩივილები?
- ყველას ერთსა და იმავე დროს გამოუვლინდა ეს ჩივილები?
გახსოვდეთ!
-
არ უგულებელყოთ ნახშირჟანგით მოწამვლისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მით
უმეტეს თუ ისინი აღენიშნება ერთზე მეტ ადამიანს!
-
ნახშირჟანგით მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
-
ნახშირჟანგით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების
წესები:
- საწვავზე მომუშავე მოწყობილობების
აწყობა, ექსპლოატაცია და მათი
პერიოდული შემოწმება უნდა მოხდეს
ქარხნული ინსტრუქციის შესაბამისად, პროფესიონალის
მიერ;
-
საკვამური მილი (თუკი არსებობს) უნდა იყოს გამავალი და კარგად დაკავშირებული შესაბამის
მოწყობილობასთან;
- თუ
თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ საწვავზე მომუშავე არავენტილირებადი
მოწყობილობის გამოყენება, დაკვირვებით მისდიეთ ინსტრუქციაში მითითებულ
გაფრთხილებებს (გამოიყენეთ შესაბამისი საწვავი, სისტემატურად
გაანიავეთ ოთახი და სხვ.);
-
არ ამუშაოთ ძრავები დახურულ სივრცეში;