პირველი დახმარება სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების დროს
· მოყინვა
დამწვრობა
შეიძლება განვითარდეს ცხელი საგნების ან ორთქლის ზემოქმედების (თერმული დამწვრობა),
კანზე ქიმიური ნივთიერების მოხვედრის (ქიმიური დამწვრობა), დენის ზემოქმედების
(ელექტრული დამწვრობა), აგრეთვე რადიოაქტიური ნივთიერების ან მზის სხივების
ზემოქმედების შედეგად (რადიაციული დამწვრობა).
დამწვრობის დროს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ არეში ვითარდება ქსოვილების დაზიანება და შეშუპება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. გარდა ამისა, ხდება სითხის გადასვლა სისხლძარღვებიდან ქსოვილებში. ეს ამცირებს ცირკულაციაში არსებული სისხლის რაოდენობას და შესაბამისად მცირდება ჟანგბადის მიწოდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. დაზიანებულ არეში ქსოვილების დაზიანების შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები ანუ ტოქსინები. ეს ნივთიერებები ორგანიზმიდან თირკმელებმა უნდა გამოყონ, ამიტომ დიდ ფართზე დამწვრობისას ხშირია თირკმლების ფუნქციის მოშლა. კანის დაზიანება ხელს უწყობს ინფექციის შეჭრას ორგანიზმში.
იმისათვის, რომ შეგვეძლოს დამწვრობის დროს პირველი დახმარების სწორად აღმოჩენა, უნდა განვსაზღვროთ დამწვრობის სიმძიმე, რაც დამოკიდებულია დაზიანების სიღრმეზე და დაზიანების ფართზე (სხეულის ზედაპირის რა ნაწილზე ვრცელდება დაზიანება).
დაზიანების სიღრმის მიხედვით არჩევენ სამი ხარისხის დამწვრობას: ზედაპირულს, არასრულშრეობრივს და სრულშრეობრივს.
ზედაპირული
დამწვრობისათვის დამახასიათებელია სიწითლე, ტკივილი, შეშუპება.
ამ დროს კანის მთლიანობა აღდგება ნაწიბურის განვითარების გარეშე.
არასრულშრეობრივი
დამწვრობის დროს აღინიშნება კანის მოთეთრო-მოწითალო შეფერილობა,
კანის ზედაპირი ნამიანია და გაუხეშებული. დაზიანებულ არეში წარმოიქმნება ბუშტუკები.
პირველი 2 დღის განმავლობაში დაზარალებულს აღენიშნება ძლიერი ტკივილი.
სრულშრეობრივი დამწვრობის დროს ზიანდება კანი მთელ სიღრმეზე, შეიძლება დაზიანდეს ქვეშმდებარე კუნთები, ძვლები. კანი
ამ დროს მშრალი და უხეშია, თეთრი, მუქი ყავისფერი ან ნახშირის ფერი. მგრძნობელობა შემცირებულია ან
სრულიად გამქრალია.
დამწვრობის ფართის განსაზღვრისათვის მიღებულია მარტივი ე.წ. “ცხრიანის” წესი,
რომლის მიხედვითაც მოზრდილის თავი და კისერი წარმოადგენს კანის ზედაპირის 9%,
ტორსის წინა და უკანა ზედაპირი – 18%-18%, მუცლის წინა ზედაპირი - 9%, წელისა და
დუნდულოს მიდამო – 9%, ხელები – თითეული 9%, ფეხები – 18-18% და გარეთა სასქესო
ორგანოები – 1%.თუ დაზარალებულის სხეულზე არის დამწვრობის რამოდენიმე უბანი,
რომელიც არ ფარავს მთლიანად სხეულის აღნიშნულ ნაწილებს, დამწვრობის ფართის
განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ ხელისგულით, რომლის ფართი სხეულის 1%-ია.
რაც უფრო მეტია დაზიანების ფართი, მით უფრო მძიმეა დაზარალებულის ზოგადი
მდგომარეობა.
მოქმედების ტაქტიკა დამწვრობის სიმძიმის გათვალისწინებით:
თუ დაზარალებული მოზრდილი ადამიანია და მას აღენიშნება:
პირველი დახმარება დამწვრობის დროს:
· შემთხვევის ადგილზე გახსოვდეთ პირადი და დაზარალებულის უსაფრთხოების დაცვა. თუ დაზარალებული ალმოდებულ შენობაშია, დროულად გამოიძახეთ სახანძრო სამსახური. გახსოვდეთ, რომ დამწვრობის დროს საშიშია კვამლის შესუნთქვა, ამიტომ თუ ოთახში კვამლია და მისი სწრაფი განიავება შეუძლებელია, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას, სუფთა ჰაერზე. გახსოვდეთ ასევე, რომ დამწვრობა შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრული დენით ან ქიმიური ნივთიერებით. თუ დაზარალებულზე იწვის ტანსაცმელი, არ დაიწყოთ მისი სხეულის გადაგორება, გადაასხით სხეულს წყალი. თუ ამის საშუალება არა გაქვთ, გადააფარეთ სხეულს არასინთეტიკური ქსოვილი, ეს შეაჩერებს წვას;
· შეამოწმეთ დაზარალებულის ცნობიერება. ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი და უზრუნველყოფა;
· გახსოვდეთ, რომ დამწვრობის დროს შესაძლებელია ცხელი აირების ჩასუნთქვა, რაც იწვევს სასუნთქი გზების დამწვრობას. სასუნთქი გზების კედელი იწყებს შეშუპებას და იწყება მათი ობსტრუქცია, რაც სიცოცხლისათვის საშიშია. ამიტომ, თუ დაზარალებულს აღენიშნება გაძნელებული ხმაურიანი სუნთქვა, დამწვრობა სახის ან კისრის არეში, სახისა და ცხვირის თმიანი საფარველის შეტრუსვა, პირის ღრუსა და ტუჩების შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ხველა, ხრინწიანი ხმა - ეჭვი მიიტანეთ სასუნთქი გზების დამწვრობაზე და დაუყოვნებლივ დარეკეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურში. რადგან ასეთ დროს აუცილებელია დაზარალებულის დროული გადაყვანა საავადმყოფოში;
·
აუცილებელია დროულად დაიწყოთ დამწვარი არის გაგრილება
ცივი წყლით. ეს შეამცირებს ადგილობრივად ტემპერატურას და შეამცირებს შეშუპებასა და
ტკივილს. ჩამობანეთ დაზიანებული არე წყლით: თერმული, ელექტრული, დამწვრობის დროს
სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში, ქიმიური დამწვრობის დროს – კი 30 წუთის
განმავლობაში;
· დაზიანებული არედან მოაშორეთ ტანსაცმელი და ნებისმიერი სხვა საგანი, რომელსაც შეუძლია სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არ მოაშოროთ ტანსაცმლის ნაწილაკები, რომლებიც მიკრულია დაზიანებულ არეზე;
· დაფარეთ დაზიანებული არე სტერილური ნახვევით. ამით შემცირდება დაინფიცირების ალბათობა;
·
საჭიროების შემთხვევაში დროულად
გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. მის
მოსვლამდე მუდმივად შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი, მზად იყავით სარეანიმაციო
ღონისძიებების
ჩატარებისათვის.
გახსოვდეთ!
დამწვრობის დროს არ შეიძლება:
· დაზიანებული არიდან ტანსაცმლის ნაწილაკების აშრევება, რადგან ამით შესაძლებელია დაზიანების გაღრმავება;· ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, რადგან ზიანდება კანის საფარველი და იქმნება ხელსაყრელი პირობები ორგანიზმში ინფექციის შეჭრისათვის;· დაზიანებული არის დასამუშავებლად არ გამოიყენოთ მალამოები, ლოსიონები, ზეთები;· ქიმიური დამწვრობის დროს დაზიანებული არის დამუშავება მანეიტრალებელი ხსნარებით. მაგ. ტუტეთი განპირობებული დამწვრობის დამუშავება მჟავათი.
ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.
პირველი დახმარება ჰიპერთერმიის დროს:
გახსოვდეთ!
ჰიპოთერმიაზე მიუთითებენ მაშინ, როდესაც სხეულიხ ტემპერატურა ქვეითდება 350C-მდე და უფრო მეტად. ჰიპოთერმია წყალში ვითარდება 25-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჰაერზე ყოფნისას. ჰიპოთერმია უფრო სწრაფად უვითარდებათ ბავშვებსა და მოხუცებს.
ჰიპოთერმიის დამახასიათებელი ნიშნებია:
· კანკალი (გახსოვდეთ კანკალი არ არის მუდმივი/მყარი ნიშანი);
· შეხებით ცივი, მკრთალი ფერის, მშრალი კანი;
· ძილიანობა, საერთო სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მძიმე შემთხვევაში უგონო მდგომარეობა;
· იშვიათი, ზერელე სუნთქვა;
· იშვიათი, სუსტი პულსი;
· მძიმე შემთხვევებში გულის გაჩერება.
პირველი დახმარება ჰიპოთერმიის დროს:
1. გადაიყვანეთ დაზარალებული ცივი გარემოდან. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
2. თუ დაზარალებულის ტანსაცმელი სველია, ფრთხილად
გახადეთ, გაამშრალეთ დაზარალებული და შეახვიეთ თბილ საბანში;
3. არ მისცეთ დაზარალებულს სიარულისა და მოძრაობის უფლება. მისი გადაყვანისას იმოქმედეთ ძალიან ნელა, რადგან მკვეთრი მოძრაობისას ჰიპოთერმიის დროს შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება. დაათბუნეთ დაზარალებული;
4. არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები. აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი თანდათანობით გათბობა !!!
5. თუ დაზარალებელი გონზეა, მიეცით მას თბილი სასმელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ჩაის, ყავის და ალკოჰოლის მიცემა;
გახსოვდეთ!
· ჰიპოთერმიის დროს აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი, თანდათანობითი გათბობა. ამისათვის არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები.
ცივ გარემოში ყოფნისას დიდია მოყინვის განვითარების საშიშროება. მოყინვა ადვილად ვითარდება სხეულის წარზიდულ ნაწილებში (ცხვირი, ყურები, სახე, თითები). დაზიანებული არე მკვეთრად განსხვავდება ნორმალურისაგან. მგრძნობელობა დაზიანებულ არეში ხშირად დაქვეითებულია ან საერთოდ არ აღინიშნება. შესაძლებელია შეშუპებისა და ბუშტუკების განვითარება. მსუბუქი მოყინვისათვის დამახასიათებელია წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, დაზიანებული ადგილის დაბუჟება, გაფერმკრთალება ან გალურჯება.
პირველი დახმარება მოყინვის დროს:
გახსოვდეთ!
· მოყინვის დროს არ შეიძლება ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, დაზიანებული არის მასაჟი და დაზელვა, სითბოს დადება დაზიანებულ არეზე და დაზიანებული კიდურის მოძრაობა.
წყალში
დახრჩობის დროს სიკვდილის მიზეზი ყოველთვის არ არის წყლით სასუნთქი გზების დახშობა.
წყალში დახრჩობის დროს სიკვდილი შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერებით ან წყალში
დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით განვითარებული ჰიპოთერმიით. ზოგჯერ სასუნთქ გზებში
წყალი მინიმალური რაოდენობითაა და სითხე, რომელიც გამოდის პირიდან, არის კუჭში
მოხვედრილი წყალი. პირველი დახმარების გაწევის დროს ამ წყლის ამოღების მცდელობამ
შეიძლება გააუარესოს დაზარალებულის მდგომარეობა.
პირველი დახმარება წყალში დახრჩობის დროს:
1.
თუ თქვენ ხედავთ, რომ ვინმე იხრჩობა წყალში,
გახსოვდეთ, თქვენი მიზანია დაეხმაროთ ადამიანს ნაპირზე გამოსვლაში ისე, რომ თქვენი
საკუთარი სიცოცხლე არ ჩააყენოთ საფრთხეში. ეცადეთ დარჩეთ ნაპირზე და
გადაუგდოთ დაზარალებულს ბაწარი ან გაუწოდოთ ხელი, ჯოხი. არ შეხვიდეთ წყალში, თუ არ
არის ამის უკიდურესი აუცილებლობა. დაზარალებულის წყლიდან გამოყვანის დროს ეცადეთ,
რომ მისი თავი გულმკერდზე ქვემოთ იყოს, ეს ხელს შეუწყობს წყლის გადმოსვლას სასუნთქი
გზებიდან;
2. დაზარალებულის ნაპირზე გამოყვანის შემდეგ, დააწვინეთ ის ზურგზე, შეამოწმეთ ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაუწიეთ თავი უკან და ასწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ. გახსოვდეთ, რომ წყალში დახრჩობისას დაზარალებულმა შეიძლება მიიღოს თავის და კისრის ტრავმა;
3. სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ შეამოწმეთ სუნთქვა “3 ვ-ს” პრინციპით 10 წმ-ის განმავლობაში. თუ სუნთქვა არ არის, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა. თუ ორი საკონტროლო ჩაბერვის დროს თქვენ ხედავთ, რომ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს. ე.ი. სასუნთქ გზები დახშულია წყლით და თქვენ უნდა მოახდინოთ მისი გამოდევნა. ამისათვის აწარმოეთ 15 ზეწოლა გულმკერდის ძვლის ქვედა მესამედზე .ამ მეთოდით თქვენ გამოიწვევთ წყლის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან და გაათავისუფლებთ მათ. შესაძლებელია ამის შემდეგ დაზარალებულმა დაიწყოს სუნთქვა. თუ სუნთქვა კვლავ არ არის, ორი ეფექტური საკონტროლო ჩაბერვის (გულმკერდის კედლის მოძრაობა არის) შემდეგ შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, ხველება, მოძრაობა). თუ დაზარალებულს ცირკულაციის ნიშნები არ აღენიშნება, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუ ციკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ გყავთ დამხმარე, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური (ABC შემოწმებისთანავე). თუ ხართ მარტო, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას 10 ჩაბერვის შემდეგ ან გულ-ფილტვის რეანიმაციის 1 წუთის განმავლობაში ჩატარების შემდეგ;
4. თუ დაზარალებული გონზეა ან სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები აღსდგა, გახადეთ დაზარალებულს სველი ტანსაცმელი და დაათბუნეთ ის. თუ ის კვლავ უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
5. გახსოვდეთ, რომ თუ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო, მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია რამოდენიმე საათში.
გახსოვდეთ!
ელექტრული დენის ორგანიზმში გავლისას: | |
![]() |
|
ელექტროტრავმის მიღების შემდეგ ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა),
რაც ხშირ
შემთხვევაში შეუძლებელს ხდის დენის წყაროდან დაზარალებულის მოცილებას, ამიტომ შემთხვევის ადგილზე თქვენი მისვლისთანავე უნდა ეცადოთ
გამორთოთ დენის
წყარო თუ ეს თქვენთვის უსაფრთხოა! |
პირველი დახმარება მაღალი ძაბვის დენით მიყენებული ელექტროტრავმის დროს:
1. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზირებული სამსახურები;
2. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება დაზარალებულთან მიახლოვება, სანამ არ გამოირთვება დენი და საჭიროების შემთხვევაში, არ გაკეთდება იზოლიაცია. შეინარჩუნეთ 18 მეტრის რადიუსის უსაფრთხო დისტანცია. არ მისცეთ სხვა თვითმხილველებს დაზარალებულთან მიახლოვების საშუალება;
3. ამ ტიპის ელექტროტრავმის მიღების შემდეგ დაზარალებული ალბათ უგონო მდგომარეობაში იქნება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ტრავმის მიღებაც, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, დაზარალებულთან მიახლოვებისთანავე გახსენით სასუნთქი გზები თავის უკან გადაწევის გარეშე, ქვედა ყბის წინ წამოწევით. შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის. თუ დაზარალებული უგონო მგდომარეობაშია მაგრამ სუნთქავს , მოათავსეთ იგი უსაფრთხო მდებარეობაში;
4. ჩაატარეთ პირველი დახმარება დამწვრობისა და სხვა დაზიანებების შემთხვევაში.
პირველი დახმარების ტაქტიკა დაბალი დენით განპირობებული ელექტროტრავმის დროს:
1. არ შეეხოთ დაზარალებულს, თუ ის ეხება ელექტროდენის წყაროს. ამით შეიძლება თქვენც მიიღოთ ელექტროტრავმა. არ გამოიყენოთ ლითონის საგნები ელექტროდენის წყაროს მოშორების მიზნით. თუ შეგიძლიათ, შეწყვიტეთ დენის მიწოდება (გამორთეთ დენის ჩამრთველი). თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, გამორთეთYელექტრომოწყობილობა დენის წყაროდან;
2. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დენის გამორთვა:
· დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (მაგალითად, ხის ფიცარზე, რეზინისა ან პლასტმასის საფენზე, წიგნზე ან გაზეთების დასტაზე. მოაშორეთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროდან ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით. შესაძლებელია გადააადგილოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროდან ან პირიქით, თუ ეს უფრო მოსახერხებელია, გადაადგილოთ თვით დენის წყარო;
· დაზარალებულის სხეულზე შეხების გარეშე, შემოახვიეთ ბაწარი მისი ტერფებისა ან მხრების გარშემო და მოაშორეთ დენის წყაროს;
· უკიდურეს შემთხვევაში, მოკიდეთ ხელი დაზარალებულის მშრალ არამჭიდრო ტანსაცმელს და მოაშორეთ ის დენის წყაროდან.
3. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის;
4. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, სუნთქვა და პულსი აქვს, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში. გააგრილეთ დამწვარი არეები და დაადეთ ნახვევი;
5. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებულს ელექტროტრავმის მიღების შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანება და კარგად გრძნობს თავს, ურჩიეთ დაისვენოს. დაწვრილებით ჩაუტარეთ პირველადი და მეორადი დათვალიერება, თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.
რადიოაქტიური ნივთიერებებით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურება შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.
გარეგანი დაბინძურება ვითარდება ადამიანის დაუზიანებელ კანზე რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრისას მისი რადიაციულ ზონაში ყოფნის დროს.
შინაგანი დაბინძურება შეიძლება განვითარდეს შესუნთქვით, რადიაციულად დაბინძურებული საკვების მიღებით, ჭრილობის ან დაზიანებული კანის ზედაპირიდან შეჭრით. რადიაციული დაზიანებისას ნებისმიერი ჭრილობა ითვლება დაბინძურებულად.
დასხივების ნიშნები მეტად მრავალფეროვანია (უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და სხვა), რის გამოც შესაძლოა დროულად ვერ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია და შეგვეშალოს რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული სიმპტომატიკა სხვა დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებში.
რადიაციული დაბინძურების დროს პირველი დახმარების მიზანია რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა და დაზარალებულის გადაყვანა სტაციონარში.
რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა:
· იწყება კანის, ჭრილობის, სხეულის წარზიდული ნაწილების გასუფთავების პროცედურით. ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ შინაგანი დაბინძურება, შევამციროთ დაბინძურებული არიდან გამოსხივება. ამით სხეულის სუფთა არეებს მაქსიმალურად დავიცავთ რადიაციისაგან. კანის დამუშავება უნდა ჩატარდეს დაზოგვით, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მისი მექანიკური და ქიმიური დაზიანების რისკი. ყველაზე მარტივ და დამზოგველ მეთოდად ითვლება კანის ჩამობანა წყლის ჭავლით. წყალი აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ვინაიდან ცხელი წყალი იწვევს კანის ფორების გაფართოებასა და მასში რადიაქტიული ნივთიერებების შეღწევას, ხოლო ცივი წყალი ფორებს ხურავს და შესაბამისად რთულდება არსებული რადიაქტიული ნივთიერებების მოცილება. თავის დაბანისას წყალი არ უნდა მოხვდეს თვალში, პირის, ცხვირისა და ყურის ღრუებში. რეკომენდირებულია შხაპის რამდენჯერმე მიღება. ყოველ გამშრალებაზე გამოიყენება ახალი სუფთა პირსახოცი;
· რადიაციის ზემოქმედების შემდეგ ხშირად ვითარდება რადიაციული დამწვრობა. ასეთ შემთხვევაში პირველი დახმარება ტარდება, როგორც ქიმიური დამწვრობის დროს;
· განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პირის, ცხვირის, ყურების და თვალების რადიოაქტიური დაბინძურება, ვინაიდან ამ უბნებიდან რადიაქტიული ნაწილაკები ორგანიზმში კანთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად აღწევს;
· პირის ღრუს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისას დაუყოვნებლივ უნდა გავიხეხოთ კბილები კბილის პასტით;
· ცხვირის დაბინძურებისას რეკომენდირებულია ცხვირის ღრუს გამორეცხვა წყლით;
· თვალები საჭიროა ჩამოიბანოს წყლით ისე, რომ ჭავლი მიმართული იყოს თვალის შიდა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით;
· ყურების დაბინძურებისას, ვiსუფთავებთ მათ წყლის საშუალებით;
რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფის შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელდეს დაზარალებულების გადაყვანა სტაციონარში.
გახსოვდეთ!
· რადიაციული დაბინძურების ადგილზე პირველი დახმარების გაწევისას აუცილებლად უნდა დაიცვათ პირადი უსაფრთხოება: შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე ყველამ უნდა გამოიყენოს დამცავი ტანსაცმელი, მაგ. კაპიუშონი, ნიღაბი, ხელთათმანი (ნიღბისა და ხელთათმანის კიდეები უნდა იყოს დახურული).
· დროულად უნდა მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილება სხეულიდან, რათა შემცირდეს გამოსხივება დაბინძურებული არიდან და თავიდან იქნას აცილებული მისი შემდგომი დამაზიანებელი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.
· ყველა, ვინც მოხვდა რადიაციული დაბინძურების ზონაში, უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში.