პირველი დახმარების აღმოჩენის ზოგადი პრინციპები
პირველი დახმარების მნიშვნელობა
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც სემტხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და პირველ წუთებში მარტო ხართ
რა არის პირველი დახმარება?
ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.
პირველი დახმარების მიზანი:
უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.
თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.
პირველ რიგში დარწმუნდით:
უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება.
პირველი დახმარების აღმოჩენა.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება (პირველი დახმარების ანბანი)
დახმარების დროული მოხმობა.
შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:
შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი ალგორითმი - DRABC (doctor ABC) ალგორითმი:
D – Danger – გარემოს უსაფრთხოება;
R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება;
A – Airway – სასუნთქი გზები;
B – Breathing – სუნთქვა;
C – Circulation– ცირკულაცია
D – Danger – გარემოს უსაფრთხოება.
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახეთ სათანადო სამსახური (მაგ. ხანძრის დროს სახანძრო). შემდეგ დარწმუნდით, რომ საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულს. თუ გარემოში დაზარალებულისთვის რაიმე საშიშროებაა, ეცადეთ მოაშოროთ იგი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას.
R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება.
ნაზად შეანჯღრიეთ დაზარალებული მხრებით და ერთდროულად ჰკითხეთ: ”როგორ ხარ?” თუ დაზარალებული არანაირად არ პასუხობს (არ ლაპარაკობს, არ ახელს თვალებს, არ ამოძრავებს სხეულს), ის უგონო მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში იმოქმედეთ შემდეგი თანმიმდევრობით.
A - Airway – სასუნთქი გზები.
უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სასუნთქი გზების დახშობის უხშირესი მიზეზია ენა, თუ დაზარალებულს არ გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ წამოწიეთ, ეს გახსნის სასუნთქ გზებს და თავიდან აიცილებთ სასუნთქი გზების დახშობას ენით, ტრავმის შემთხვევაში სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე.
![]() |
![]() |
|||
სასუნთქი გზების დახშობა ენით | სასუნთქი გზების გახსნა თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წინ წამოწევით | სასუნთქი გზების გახსნა ტრავმის დროს – ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე |
B- Breathing– სუნთქვა.
მიიტანეთყური დაზარალებულის ცხვირთან და პირთან და 10 წმ განმავლობაში მოუსმინეთ სუნთქვას. ამ დროს გამოიყენეთ “3 ვ”- ს მეთოდი (ვუსმენ სუნთქვას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს კანზე, ვხედავ გულმკერდის მოძრაობას). თუ სუნთქვა არ არის, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ სუნთქვა არის, შეამოწმეთ სისხლის მიმოქცევა – ცირკულაცია.
სუნთქვის მოსმენა "3 ვ"-ს მეთოდით
C - Circulation – ცირკულაციის ნიშნები.
შეამოწმეთ დაზარალებულს აღენიშნება თუ არა სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, შეუდექით გულ-ფილტვის რეანიმაციას და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ ცირკულაციის ნიშნები არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში და შემდგომ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
|
გახსოვდეთ!
გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში
* გახსოვდეთ! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად
საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.
ცნობილია, რომ სიცოცხლე შეუძლებელია ჟანგბადის გარეშე. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით საჭიროა ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით შედიოდეს ფილტვებში და სისხლის საშუალებით მიეწოდებოდეს სხეულის ყველა ნაწილს. ასე, მაგალითად, თუ თავის ტვინს – ორგანოს, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სხეულს, მუდმივად არ მიეწოდება ჟანგბადი, მისი ფუნქციონირება 3-4 წუთში ირღვევა. ჟანგბადის გარეშე დაზარალებული სწრაფად კარგავს ცნობიერებას, ჩერდება სუნთქვა და გულისცემა, რის შედეგადაც ვითარდება სიკვდილი.
ტვინში ჟანგბადის მიწოდებისათვის საჭიროა სამი პირობა:
თუ გულის მუშაობა ჩერდება, საჭიროა დაუყოვნებლივი დახმარების გაწევა - გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება. რადგანაც გულის გაჩერების დროს სუნთქვაც არ არის, საჭიროა ერთდროულად გავაკეთოთ ხელოვნური ვენტილაცია და გულის არაპირდაპირი მასაჟი, რათა მოხდეს ZiriTadi სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. გულის არაპირდაპირ მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვას (ვენტილაცია) უწოდებენ გულ-ფილტვის რეანიმაციას.
გულ-ფილტვის რეანიმაციის მნიშვნელობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ კლინიკური სიკვდილი, ანუ პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ორგანიზმის გაცოცხლება, შესაბამისი დახმარების გაწევის არარსებობის პირობებში გრძელდება 4-6 წთ, (მოყინვისა და ელექტროტრავმების დროს კლინიკური სიკვდილის პერიოდი შედარებით გახანგრძლივებულია), რის შემდეგაც ვითარდება ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებისას ეს კრიტიკული პერიოდი შეიძლება გავახანგრძლივოთ ექიმის მოსვლამდე, რითაც გაიზრდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსი.
მოქმედების თანმიმდევრობა.
თუ თქვენ შეხვედით ოთახში და ხედავთ, რომ იატაკზე წევს დაზარალებული. იწყებთ მოქმედებას სიცოცხლის გადარჩენის ძირითადი ალგორითმის (DRABC)მიხედვით:
“პირით
პირში” ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა - ჩაბერეთ დაზარალებულს პირში 5 წამში ერთხელ. ყოველი ჩაბერვის შემდეგ მოაშორეთ ტუჩები დაზარალებულის პირს და შემდეგ ჩაბერვამდე დაელოდეთ გულმკერდის კედელი დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას; - ყოველი 10 ჩაბერვის შემდეგ კვლავ გადაამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები; |
თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, ეს ნიშნავს რომ გული გაჩერებულია და თქვენ სწრაფად უნდა დაიწყოთ გულის არაპირდაპირი მასაჟი:
გულის არაპირდაპირი მასაჟის შესრულების ტექნიკა: -
დადექით მუხლებზე დაზარალებულის გულმკერდის გასწვრივ. მოძებნეთ დაზარალებულის დვრილების ეს არის ის ადგილი, რომელზეც თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა; - დაადეთ
მტევანი ზემოდან მეორე ხელს, შეჭიდეთ თითები და ასწიეთ ზემოთ ისე, რომ
მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი; - გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში ისე, რომ თქვენს ხელებსა და გულმკერდის წინა კედელს შორის იყოს სწორი კუთხე. მოახდინეთ ზეწოლა მკერდის ძვალზე ისე, რომ ზეწოლის სიღრმე არ აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. ზეწოლის შემდეგ ხელების მოუშორებლად მიეცით მკერდის ძვალს საწყის მდებარეობაში დაბრუნების საშუალება. ზეწოლისას ითვალეთ: “ერთი, ორი, სამი, ოთხი 15-მდე” ისე რომ 1 წუთში გამოვიდეს 100 ზეწოლა მკერდის ძვალზე. |
თუ თქვენ მარტო ხართ:
მოახდინეთ 15 ზეწოლა. ამის შემდეგ თქვენ უნდა დაიწყოთ ხელოვნური სუნთქვა. ამისათვის გახსენით სასუნთქი გზები და გააკეთოთ 2 ჩაბერვა. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია შეფარდებით 15 ზეწოლა მკერდის ძვალზე/ 2 ჩაბერვა, სანამ:
არ აღდგება სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
არ მოვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან დამხმარე, რომელმაც იცის გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკა;
ფიზიკურად არ გადაიღლებით.
ყოველ 1 წუთში ანუ 4 ციკლის ჩატარების შემდეგ თქვენ უნდა შეწყვიტოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაამოწმოთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
თუ თქვენ გყავთ დამხმარე:
ერთ-ერთი აკეთებს გულის არაპირდაპირ მასაჟს, ხოლო მეორე ხელოვნურ სუნთქვას. ამ შემთხევვაშიც გულ-ფილტვის რეანიმაცია ტარდება შეფარდებით: 15 ზეწოლა მკერდის ძვალზე / 2 ჩაბერვა. ასეთ შემთხვევაშიც 1 წუთის შემდეგ შეწყვიტეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია ცირკულაციის ნიშნებისა და სუნთქვის შემოწმების მიზნით.
გულის არაპირდაპირი მასაჟის ეფექტურობა.
ამ მანიპულაციის შესრულებისას თქვენ ახდენთ ზეწოლას მკერდის ძვალზე, მკერდის ძვლის უკან მოთავსებულია გული. ზეწოლის შედეგად სისხლი იწყებს გადასვლას გულიდან სისხლძარღვებში. ზეწოლის მოხსნისას მკერდის ძვალი უბრუნდება თავის საწყის მდებარეობას და გული კვლავ ივსება სისხლით.
ხელოვნური სუნთქვის ეფექტურობა.
ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში ხვდება ჰაერი, რომელიც შეიცავს 20-21% ჟანგბადს. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 15-16%-მდე. ამიტომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ფილტვებში ჩადის თქვენს მიერ ამოსუნთქული ჰაერი, მასში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი.
გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება.
მაშინ როდესაც გული და სუნთქვა გაჩერებულია, ძალიან მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული გამოძახება:
· თუ გყავთ დამხმარე - დროულად გააგზავნეთ ის სამედიცინო სამსახურის გამოსაძახებლად;
· თუ ხართ მარტო - სუნთქვის და გულის გაჩერება განპირობებულია ტრავმით ან წყალში დახრჩობით, თუ დაზარალებული ბავშვია, ჩაატარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია 1 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, დაბრუნდით დაზარალებულთან და გააგრძელეთ პირველი დახმარების აღმოჩენა;
· თუ ხართ მარტო - დაზარალებული მოზრდილია, ტრავმა და წყალში დახრჩობა გამორიცხულია, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური დაუყოვნებლივ, შემდეგ დაბრუნდით დაზარალებულთან და გააგრძელეთ პირველი დახმარების აღმოჩენა.
გულ-ფილტვის რეანიმაციის თავისებურებები ბავშვთა ასაკში
* გახსოვდეთ! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად
საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.
პირველი დახმარების მეთოდები 8 წლამდე ასაკის ბავშვებში რამდენადმე განსხვავდება მოზრდილებში გამოყენებული ამავე მეთოდებისაგან.
რა თქმა უნდა ამ დროსაც ვიყენებთ სიცოცხლის გადარჩენის ბაზისურ ალგორითმს – DRABC:
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები:
-
ერთ წლამდე ასაკის ბავშვისათვის სასუნთქი გზების გახსნისას მოათავსეთ ერთი თითი ნიკაპის ქვეშ. მეორე ხელი დაადეთ ბავშვს შუბლზე, ოდნავ გადაუწიეთ თავი უკან და წამოუწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ;
- 1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ ორი თითი, მეორე ხელი კი – შუბლზე. გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ და ზემოთ;
სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ 10 წმ-ის განმავლობაში შეამოწმეთ სუნთქვა “სამი ვ-ს” პრინციპით (ვუსმენ სუნთქვით ხმიანობას, ვუყურებ გულმკერდის მოძრაობას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს);
თუ
სუნთქვა არის, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში:
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვი აიყვანეთ ხელში და მოათავსეთ ისე, რომ თავი გადაწეული იყოს უკან და ქვემოთ. ამით ბავშვი დაცული იქნება ენითა და პირნაღები მასებით სასუნთქი გზების დახშობისაგან;
- 1-დან 8
წლამდე ბავშვებში უსაფრთხო მდებარეობაში მოთავსება ხდება იგივენაირად, როგორც მოზრდილებში;
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, ჩაატარეთ 2 საკონტროლო ჩაბერვა:
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჰერმეტულად დაფარეთ თქვენი ტუჩებით მისი პირი და ცხვირი. ერთი წლის ზემოთ ბავშვებში დაახშეთ ცხვირი და ჩაბერეთ მხოლოდ პირში. გააკეთეთ 1 ჩაბერვა. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არის, ჩაატარეთ მეორე ჩაბერვა. თუ პირველი საკონტროლო ჩაბერვის დროს გულმკერდის კედელი არ მოძრაობს, შეცვალეთ თავის მდებარეობა და ჩაატარეთ მეორე საკონტროლო ჩაბერვა. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არის, შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, სხეულის მოძრაობა, ხველა );
თუ ცირკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა:
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჰერმეტულად დაფარეთ თქვენი ტუჩებით მისი პირი და ცხვირი. ერთი წლის ზემოთ ბავშვებში დაახშეთ ცხვირი და ჩაბერეთ მხოლოდ პირში. გააკეთეთ 20 ჩაბერვა სიხშირით 3 წმ-ში ერთი ჩაბერვა ერთი წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები, თუ სუნთქვა კვლავ არ არის, მაგრამ ბავშვს აღენიშნება სხეულის მოძრაობა ან ხველა, გააგრძელეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ ბავშვი იწყებს სუნთქვას, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
თუ 2 ეფექტური საკონტროლო ჩაბერვის შემდეგ, დაადგენთ, რომ ბავშვს არ აღენიშნება ცირკულაციის ნიშნები დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია:
გულ-ფილტვის რეანიმაციიის ტექნიკა ასევე დამოკიდებულია დაზარალებულის ასაკზე:
-
თუ დაზარალებული 1 წლამდე ასაკის ბავშვია, დააწვინეთ ის მაგარ ზედაპირზე, მოათავსეთ სამი თითი გულმკერდზე ისე, რომ ზედა
უსახელო თითი იყოს დვრილების შემაერთებელ ხაზზე. ამის შემდეგ მიიტანეთ
სამი თითი მკერდის ძვალზე და აწიეთ ზედა თითი. გააკეთეთ სამი ზეწოლა მკერდის
ძვალზე სიხშირით 100 ზეწოლა წუთში. ზეწოლის სიღრმე – ყოველი ზეწოლისას
მკერდის ძვალი უნდა ჩადიოდეს გულმკერდის სიღრმის 1/3-ზე. ყოველი სამი
ზეწოლის შემდეგ გააკეთეთ ერთი ჩაბერვა ბავშვის პირში და ცხვირში. ზეწოლებსა
და ჩაბერვებს შორის შეფარდების შენარჩუნების მიზნით გულ-ფილტვის რეანიმაციის
დროს დაითვალეთ: ”ერთი, ორი, სამი, ჩაბერე.” ჩაატარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია
1 წუთის განმავლობაში და თუ მანამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
სამსახური არ იყო გამოძახებული, დროულად გამოიძახეთ იგი. გააგრძელეთ გულ-ფილტვის
რეანიმაცია სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. ყოველ ერტ წუთში გადაამოწმეთ
ცირკულაციის ნიშნები;
-
1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის არაპირდაპირ მასაჟს ატარებენ იმავე ადგილას, როგორც მოზრდილებში. ამისათვის ხელი თავსდება მკერდის ძვლზე დვრილებს
შორის. ამ ასაკის ბავშვებში ზეწოლებს მკერდის ძვალზე აკეთებენ ერთი მტევნით.
შეფარდება ზეწოლებსა და ჩაბერვებს შორის არის 5/1. ჩაბერვები ხდება მხოლოდ
პირში, ცხვირი დახშულია. ყოველ ერტ წუთში გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები.
გახსოვდეთ!
პირველი დახმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გულ-ფილტვის რეანიმაციის მეთოდებისა და უნარ-ჩვევების სწორი გამოყენება კრიტიკულ სიტუაციებში მნიშვნელოვნად ზრდის დაზარალებულის გადარჩენის შანსს.
გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.
პირველი დახმარების აღმოჩენა არ უნდა გახდეს ექიმის გამოძახების დაგვიანების, ან ჰოსპიტალიზაციის დაყოვნების მიზეზი.