ვიტამინები
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15%-ით დამოკიდებულია სამედიცინო სამსახურის ორგანიზაციაზე, 15%-ით - გენეტიკურ თავისებურებებზე, ხოლო 70%-ით - კვებისა და ცხოვრების წესზე.
დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარების ძირითადი პირობაა. სრულფასოვანი საკვები გულისხმობს არა მარტო მის ენერგეტიკულ ღირებულებას, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული რაციონის არსებობას, არამედ მის უზრუნველყოფას ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით.
ვიტამინებიორგანული წარმოშობის შეუცვლელი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს ფერმენტული რეაქციების აქტივაციის გზით, ანუ ისინი ზემოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები და იცავენ ორგანიზმს გარემოს არახელსაყრელი პირობებისაგან. ვიტამინები მონაწილეობას იღებენ ისეთ პროცესებში, როგორიცაა ორგანიზმის ზრდა-განვითარება, იმუნური პასუხის ფორმირება, ჰემოპოეზი, რეპროდუქციული ფუნქცია, გულის კუნთისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება, უჯრედული პროლიფერაცია და ჭრილობების შეხორცება.
დღეისათვის შესწავლილია 20-მდე სახის ვიტამინი და მისი მსგავსი ნივთიერება, რომელთა ნაკლებობასაც ადამიანის ორგანიზმში ხშირად სერიოზული ცვლილებების განვითარება მოსდევს.
ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ხსნადობის მიხედვით:
· ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება: A ვიტამინი (რეტინოლი),
D ვიტამინი (კალციფეროლი), E ვიტამინი (ტოკოფეროლი) და K
ვიტამინი (ნაფტოქინონი);
· წყალში ხსნადი ვიტამინებია C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) და B ჯგუფის ვიტამინები: B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B6 (პირიდოქსინი), B12 (ციანკობალამინი), ფოლის მჟავა (Bc), პანტოთენის მჟავა (B5), ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა), ბიოტინი (H).
რა რაოდენობის ვიტამინები გვესაჭიროება?
ვიტამინებზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობაზე და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ორსულობის პერიოდში ვიტამინებზე მოთხოვნილება 1,5-ჯერ იზრდება. დღევანდელ პირობებში ორსულებში ხშირად აღინიშნება მათი ზომიერი ან ღრმა დეფიციტი, ეს განსაკუთრებით ეხება B6 (100%), B1 (96%),C (64%) ვიტამინებს, ასევე ფოლის მჟავას (77%).
სადღეღამისო მოთხოვნილება ვიტამინებზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის
(www.solvay-Pharma.ru)
კატეგორია |
ასაკი
|
A |
EE მგ |
D |
K მკგ |
C მგ |
B1 მგ |
B2 მგ |
B5 მგ |
B6 მგ |
Bc მგ |
B12მკგ |
PP მგ |
H მკგ |
||
სე |
მკგ |
სე |
მკგ |
|||||||||||||
ძუძუთა ბავშვები |
0-0,5 0,5-1 |
1250 1250 |
400 400 |
3 4 |
300 400 |
10 10 |
5 10 |
30 35 |
0,3 0,4 |
0,4 0,5 |
2 3 |
0,3 0,6 |
0,025 0,035 |
0,3 0,5 |
5 6 |
10 15 |
Bბავშვები 1-დან10 წლამდე |
1-3 4-6 7-10 |
1340 1670 2335 |
450 500 700 |
6 7 7 |
400 400 400
|
10 2,5 2,5 |
15 20 30 |
40 45 45 |
0,7 0,9 1 |
0,8 1,1 1,2 |
3 4 5
|
1 1,1 1,4 |
0,05 0,075 0,1 |
0,7 1 1,4 |
9 12 7 |
20 25 30
|
Mმამრ. სქესის მოზარდები და მოზრდილები |
11-14 15-18 19-24 25-50 >51 |
3333 3333 3333 3333 3333 |
1000 |
10 10 10 10 10 |
400 400 400 200 200 |
2,5 |
45 65 70 80 80 |
50 60 60 60 60 |
1,3 1,5 1,5 1,5 1,2 |
1,5 1,8 1,7 1,7 1,4 |
4-7 4,7 4,7 4,7 4,7 |
1,7 2 2 2 2
|
0,15 0,2 0,2 0,2 0,2 |
2 2 2 2 2 |
17 20 19 19 15 |
30- 100 |
Mმდედრ. სქესის მოზარდები და მოზრდილები |
11-14 15-18 19-24 25-50 |
2667 2667 2667 2667
|
800 |
8 8 8 8 8 |
400 400 400 200 200 |
2,5 |
45 55 60 65 65 |
50 60 60 60 60 |
1,1 1,1 1,1 1,1 1 |
1,3 1,3 1,3 1,3 1,2 |
4-7 4,7 4,74,74,7 |
1,4 1,5 1,6 1,6 1,6 |
0,15 0,18 0,18 0,18 0,18 |
2 2 2 2 2 |
15 15 15 15 13 |
30- 100 |
ფეხმძიმე და მეძუძური ქალების სადღეღამისო მოთხოვნილება ვიტამინებზე
(www.solvay-Pharma.ru)
|
A მმკგ |
EE Vმგ |
D |
C Vმგ |
B1 მმგ |
B2 მმგ |
B6 მმგ |
BC Vმგ |
B12 Vმკგ |
PP Vმგ |
|
სე |
მკგ |
||||||||||
ფეხმძიმე ქალები |
1000 |
10 |
400 |
12,5 |
90 |
1,5 |
1,6 |
2,1 |
0,4 |
4 |
16 |
მეძუძური ქალები |
2000 |
12 |
400 |
12,5 |
110 |
1,7 |
1,8 |
2,3 |
0,3 |
4 |
19 |
ვიტამინების ძირითად წყაროს საკვები წარმოადგენს. საკვებ რაციონში ვიტამინების შემცველობა იცვლება სხვადასხვა მიზეზის ზეგავლენით და დამოკიდებულია პროდუქტის სახეობაზე, საკვების შემადგენლობაზე (მაგ. ნახშირწყლების სიჭარბის პირობებში ორგანიზმს ესაჭიროება მეტი B1, B2და C ვიტამინი), შენახვის ვადასა და ფორმაზე, საკვების ტექნოლოგიურ დამუშავებაზე, კვების ჩვევებზე და სხვ.
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ვიტამინების შემცველი პროდუქტები
(www.solvay-Pharma.ru)
ვიტამინები |
მცენარეული წარმოშობის პროდუქტები |
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები |
A
ბეტა-კაროტინი |
სტაფილო, ციტრუსები
სტაფილო, ოხრახუში, ისპანახი, გაზაფხულის მწვანილი, ნესვი, პომიდორი, სატაცური, კომბოსტო ბროკოლი, გარგარი |
კარაქი, ყველი, კვერცხი, ღვიძლი, თევზის ქონი
|
D |
|
რძე, კვერცხი, თევზის ქონი, ვირთევზის ღვიძლი, ცხიმიანი თევზი. |
E |
სიმინდის, მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი, მუხუდო, ქაცვი |
|
KK |
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ისპანახი, ბრიუსელის, თეთრთავა და ყვავილოვანი კომბოსტო, დაუღერღავი მარცვლეული |
|
BB1 |
ლუდის მშრალი საფუარი, გაღივებული ხორბალი, შვრია, ნიგოზი (ფუნდუკი) |
ღორის ხორცი |
BB2 |
საფუარის ექსტრატი, გაღივებული ხორბალი და ქატო, სოიოსებრნი, კომბოსტო ბროკოლი |
ღვიძლი, კვერცხის გული, ყველი |
B5 |
საფუარი, პარკოსნები, სოკო, ბრინჯი |
ღვიძლი, ხორცი |
B6 |
გაღივებული ხორბალი და ქატო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული |
ხორცი, ღვიძლი, თევზი, რძე, კვერცხი |
Bc |
ნიგოზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, გაღივებული ხორბალი, ბანანი, ფორთოხალი |
კვერცხი, ხორცი |
B12 |
საფუარი, ზღვის წყალმცენარეები |
ღვიძლი, თირკმელები, ხიზილალა, კვერცხი, ყველი, რძე, ხაჭო, ხორცი, თევზი |
PP |
მწვანე ბოსტნეული, ნიგოზი, დაუღერღავი მარცვლეული, საფუარი |
ხორცი, მათ შორის ქათმის, ღვიძლი, თევზი, რძე, ყველი |
C |
ციტრუსები, პომიდორი, ნესვი, კომბოსტო, მწვანე ბოსტნეული, შავი მოცხარი |
|
H |
|
კვერცხის გული, ღვიძლი, თირკმელები |
ვიტამინების დეფიციტი და მისი გამომწვევი მიზეზები
სპეციალურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თანამედროვე ადამიანის საკვები რაციონი, მისი მრავალფეროვნებისა და ბალანსირებული შემადგენლობის პირობებშიც კი ვიტამინების უმრავლესობის ნაკლებობას განიცდის. ორგანიზმში ვიტამინების მიწოდების შემცირებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში კულტივირების ახალი მეთოდების დანერგვა (ხილ-ბოსტნეულში ვიტამინების შემცველობა შემცირდა თითქმის 30%-ით), სპეციალური დამუშავების შედეგად დამზადებული, ვიტამინებით ღარიბი რაფინირებული საკვების, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების მოხმარება.
ვიტამინებზე მოთხოვნილება იზრდება ქალებში მეძუძურობისა და ლაქტაციის პერიოდში (თითქმის 1,5-ჯერ), რაც საკვების გზით მათი არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ზომიერ ან ღრმა ვიტამინოდეფიციტს განაპირობებს. ორსულებში განსაკუთრებით ხშირია B6 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავისა და C ვიტამინის დეფიციტი.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ვიტამინების დეფიციტი გამოვლინდება არა მარტო გაზაფხულზე და ზამთარში, არამედ ზაფხულ-შემოდგომის პერიოდშიც, რაც შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მასობრივი წლიური პოლიჰიპოვიტამინოზი.
დღეისათვის მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია ვიტამინოდეფიციტურ მდგომარეობას შიმშილობის პრობლემათა რიცხვს მიაკუთვნებს.
გამომწვევი მიზეზის მიხედვით განასხვავებენ ვიტამინების პირველად და მეორად დეფიციტს, ხოლო ორგანიზმში ვიტამინის დეფიციტის სიძლიერის მიხედვით განარჩევენ ჰიპოვიტამინოზსა და ავიტამინოზს (ვიტამინების ღრმა ნაკლებობა).
ვიტამინების ნაკლებობის განვითარებას ხელს უწყობს მთელი რიგი გარეგანი და შინაგანი ფაქტორები.
ვიტამინების ნაკლებობის ეგზოგენური ფაქტორებია:
საკვების ნაკლებობა;
საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა;
სხვადასხვა სახის დიეტები და რელიგიური აკრძალვები;
ნახშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული კვება;
მავნე ჩვევები;
საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება.
ვიტამინების ნაკლებობის ენდოგენური ფაქტორებია:
ვიტამინების შეთვისების დარღვევა კუჭ-ნაწლავის სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს;
ზრდის პერიოდი;
ხანდაზმული ასაკი;
ჰიპერთერმია;
სტრესი;
ორსულობის პერიოდი;
ჭიებით ინვაზია;
საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ანტაგონისტების ხანგრძლივი მიღება.
ვიტამინოდეფიციტური მდგომარეობის განვითარებისათვის რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
· ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ინტენსიური ზრდის პერიოდში;
· მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტსმენი ბავშვები;
· დაავადებული ბავშვები (მწვავე ინფექციური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა, შარდ-სასქესო სისტემებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები);
· ავადმყოფები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ სამკურნალო პრეპარატებს;
· ფეხმძიმე და მეძუძური ქალები;
· არაბალანსირებული დიეტის მიმდევარი პირები, მათ შორის ვეგეტარიანელები;
· ხანშიშესულები;
· დაბალ სოციალურ-ეკონომიურ პირობებში მცხოვრები ბავშვები და მოზრდილები;
· ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მქონე პირები, მწეველები და ნარკომანები.
ვიტამინების დეფიციტის კლინიკური გამოვლინებები
ვიტამინების დეფიციტის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, დეფიციტის ხარისხზე. ავიტამინოზები (ვიტამინების ღრმა ნაკლებობა) გამოირჩევიან უფრო გამოხატული კლინიკური სიმპტომატიკით, ვიდრე ზომიერი ან სუსტად გამოხატული ჰიპოვიტამინოზები.
ვიტამინი A
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· თვალების დაზიანება (ჰემერალოპია ანუ ქათმის სიბრმავე, ბიტოს სინდრომი; კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატომალაცია, რქოვანას პერფორაცია, ენდოფტალმიტი, სიბრმავე);
· კანისა და მისი დანამატების დაზიანება (წვრილი ქატოსებრი ქერცლი, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი მხრებზე, დუნდულოებზე, კიდურების სახსრების გამშლელ ზედაპირზე, მშრალი და მტვრევადი თმა, ფრჩხილების განივი დახაზულობა;
· საოფლე და საცრემლე ჯირკვლების ატროფია;
· ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტები, ეროზიები, ბრონქების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ეპითელის მეტაპლაზია);
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ჰიპოაციდური გასტრიტი, დიარეა);
· ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება.
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· დარიეს დაავადება (ფოლიკულური ჰიპერკერატოზი).
ვიტამინი D
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესების დარღვევა(ოსტეომალაცია);
· კრუნჩხვები;
· ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა.
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· რაქიტი.
ვიტამინი E
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები (კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, მიოკარდიუმის დაზიანება);
· ნევროლოგიური დარღვევები (არეფლექსია, ზურგის ტვინის დისფუნქცია);
· კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის გაძლიერება;
· რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა (სპერმატოგენეზის, ოვოგენეზის, პლაცენტის განვითარება).
ვიტამინი K
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· ჰემორაგიური სინდრომი (K ვიტამინ-დამოკიდებული შედედების ფაქტორების -II, VII, IX, XI აქტივობის დაქვეითების შედეგად).
ვიტამინი H
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, სებორეა, ალოპეცია, ფრჩხილების მტვრევადობა);
· ნევროლოგიური სიმპტომები (ძილი, ჰიპერესთეზია, ჰალუცინაციები, ატაქსია);
· განვითარების შეფერხება.
ვიტამინი C
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· დაღლილობა, მადის დაქვეითება;
· ხშირი და/ან ხანგრძლივი რესპირატორული ინფექციები.
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· სურავანდი;
· მელერ-ბარლოუს დაავადება (ძვლისსაზრდელასქვეშა მოტეხილობები).
ვიტამინი B1
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებულობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდება, ტკივილი მუცელში (ადრეული სიმპტომები);
· პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა);
· კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროში და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები);
· ვერნიკეს ენცეფალოპათია (ფსიქიკის ცვლილება, კორდინაციისა და თვალის მოძრაობის დარღვევები);
· ნაწლავების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა).
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· ბერი-ბერის დაავადება – სველი ფორმა (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით);
· ბერი-ბერის დაავადება - მშრალი ფორმა (ნერვული სისტემის დაზიანებით).
ვიტამინი B2
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი, გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია);
· თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა);
· სებორეული ეგზემა;
· დარღვევები ზრდაში;
· ნორმოქრომული ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია;
· ნევროლოგიური დარღვევები (უძილობა, ატაქსია, კრუნჩხვები).
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· არიბოფლავინოზი.
ვიტამინი PP
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა, თავბრუდახვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3 თვიანი დეფიციტის დროს);
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ნერწყვდენა, სტომატიტი, დიარეისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის შემცველობის მკვეთრი დაქვეითება;
· კანის დაზიანება (გაუხეშებული კანი აქერცვლითა და ყავისფერი პიგმენტაციით).
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· პელაგრა (დერმატიტი, დიარეა, დემენცია).
ვიტამინი B5
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია);
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
· თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
ვიტამინი B6
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· კრუნჩხვები (უმეტესად ორ წლამდე ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია;
· პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა;
· დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების მიდამოში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები);
· მადის დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება.
ვიტამინი Bc
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· ლორწოვანი გარსის დაზიანება (გინგვიტი, სტომატიტი, გლოსიტი, ნეკროზული ანგინა, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა);
· ნევროლოგიური სიმპტომები (საერთო სისუსტე, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, დათრგუნულობა, სპასტიკური დამბლები და კრუნჩხვები);
· მეგალობლასტური ანემია;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (დიარეა);
· ზრდის შეფერხება;
· ნაყოფის განვითარების დეფექტები;
· გონებრივი განვითარების შეფერხება.
ავიტამინოზის დროს აღინიშნება:
· იაკშა-გაიემის ანემია (თხის რძით კვების დროს).
ვიტამინი B12
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
· მეგალობლასტური ჰიპერქრომული ანემია;
· ალოპეცია;
· პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი).
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვიტამინების მიღებისას?
სააფთიაქო ქსელში გასაყიდად გვხვდება როგორც მონოვიტამინები, ასევე პოლივიტამინური კომპლექსები, რომელთა სიჭარბე და მრავალფეროვნება ხშირად საკმაო სირთულეს უქმნის როგორც ექიმს, ასევე რიგით მომხმარებელს.
მონოვიტამინები უპირატესად გამოიყენება სამკურნალო მიზნებისათვის, ხოლო პოლივიტამინებს მიმართავენ გარკვეული პროფილაქტიკური მიზნების მისაღწევად.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ვიტამინების კომბინირებული გამოყენების პირობებში შეიძლება შეიცვალოს მათი ბიოლოგიური თვისებები, მაგ. C ვიტამინის დოზის გაზრდით ორგანიზმში მცირდება B2 ვიტამინზე მოთხოვნილება. საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინის დონე. აღმოჩენილია გარკვეული ანტაგონიზმი B1 და B6 ვიტამინებს შორის. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაასაბუთა C და P ვიტამინების სინერგიზმი მათი ერთდროული გამოყენებისას.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს აგრეთვე ზოგიერთი ვიტამინისა და მიკროელემენტების შეთავსებადობის პრობლემის შესახებ. მაგ. C ვიტამინი ცუდად თავსებადია სპილენძთან, E ვიტამინი კარგავს თავის აქტივობას რკინის ჭარბ რაოდენობასთან ერთად და ა.შ.
პოლივიტამინურ პრეპარატებში ამა თუ იმ კომპონენტის სიჭარბემ თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს მოსალოდნელის საწინააღმდეგო ეფექტი. ეს განსაკუთრებით ეხება მინერალებს, რომელთა თერაპიული და ტოქსიკური დოზა უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
საშიშროება შეიძლება შეგვიქმნას ყველასათვის საყვარელმა C ვიტამინმაც კი, რომლის დაჟანგვის დროს წარმოქმნილი აქტიური მეტაბოლიტების დაგროვება ორგანიზმისათვის უვნებელი როდია. უკანასკნელი გამოკვლევებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ადამიანის ორგანიზმს უჭირს დღეღამეში 100მგ-ზე მეტი რაოდენობის C ვიტამინის შეთვისება.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით,პროფილაქტიკური მიღების მიზნით
პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რამდენად არის
მასში წარმოდგენილი ადამიანისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინები და როგორია
მათი დოზირება. დოზები უნდა შეეფერებოდეს ვიტამინებზე ადამიანის დღიურ
მოთხოვნილებას და არ უნდა აჭარბებდეს მას. უმჯობესია უპირატესობა მიეცეს
მინერალებისა და მიკროელემენტების დანამატის გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან
ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები ცალკეული აბების სახითაა
წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.
იაპონელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აღმოაჩინეს ახალი ვიტამინი. უკანასკნელად ამ სასარგებლო ნივთიერებების რიცხვი 1948 წელს შეივსო, როდესაც ამერიკელებმა აღმოაჩინეს ვიტამინი B12.. იგი გვიცავს ათეროსკლეროზისაგან და აუმჯობესებს მეხსიერებას. თუ იაპონელ მეცნიერთა ვარაუდი ახალი ნივთიერების “ვიტამინური თვისებების” შესახებ დადასტურდა, მასაც B ჯგუფის ვიტამინების რიცხვს მიაკუთვნებენ.
ორგანული ნაერთი, რომელსაც პიროლ-ქინოლინ ქინონი ეწოდება, უკვე 25 წელია ცნობილი, იგი აღმოაჩინეს ერთ-ერთ ბაქტერიაში 25 წლის წინათ, მაგრამ ორგანიზმის ცხოველმყოფელობაზე მისი სასიკეთო ზეგაველენა არავის შეუმჩნევია. ქინონიხ თვისებებს ყურადღება მიაქციეს ქ.ვაკოს ტვინის ინსტიტუტის მოლეკულური დინამიკის ლაბორატორიებში წარმოებული კვლევების დროს.
ამჟამად იაპონელი მეცნიერები შეისწავლიან ქინონის ზემოქმედებას მღრღნელებზე. როგორც ირკვევა, ის ლაბორატორიული თაგვები, რომლებიც იღებენ ამ ნივთიერებას, უკეთესად მრავლდებიან, იშვიათად ავადმყოფობენ და შეუძლიათ თავი მოიწონონ ლამაზი ხშირი ბეწვით. ქინონის ზემოქმედების შედეგად მათი ორგანიზმი უფრო კარგად გამოიმუშავებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ ამინომჟავა ლიზინს.
უახლოეს მომავალში მეცნიერები შეუდგებიან ადამიანებზე ქინონის ზემოქმედების შესწავლას. თუ მათი ვარაუდი დადასტურდა, ახალ ნივთიერებას გრძელი სახელის ნაცვლად ოფიციალურად ვიტამინ B14-ს უწოდებენ.
· ვიტამინები იშლება გამოშრობის, გაყინვის, მექანიკური დამუშავების, ლითონის ჭურჭელში შენახვისა და პასტერიზაციის პირობებში;
· ვიტამინები იშლება სინათლეზე, განსაკუთრებით B2 ვიტამინი. ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენას განიცდის აგრეთვე A ვიტამინი;
· რძის დუღილის დროს მნიშვნელოვნად მცირდება მასში არსებული ვიტამინების რაოდენობა;
· საკვების თერმული დამუშავებისას იკარგება მასში არსებული ვიტამინების 25%-დან 90-100%-მდე;
· მაცივარში შენახვისას სამ დღეში პროდუქტი კარგავს C ვიტამინის 30%-ს, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას კი - 50%-ს;
· ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინების შემცველობა მკვეთრად ცვალებადობს სხვადასხვა სეზონზე;
· გაფცქვნილი ბოსტნეული შეიცავს ბევრად ნაკლებ ვიტამინს, ვიდრე გაუფცქვნელი.